მუცლის ღრუს ორგანოთა ტრავმები

მუცლის ღრუს ორგანოთა ტრავმები (intra)abdominal injury

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

მუცლის ღრუს ორგანოთა ტრავმები მუცლის ღრუს ორგანოების ტრავმები შეიძლება იყოს დახურული და ღია. ღია ტრავმები ხშირად ცეცხნასროლი ან მჩხვლეტავია, იშვიათად ნაკვეთი. გარდა ჭრილობის ხვრელისა, აღინიშნება ტკივილი, კუნთების დაჭიმულობა და პერიტონეუმის გაღიზიანების დადებითი სიმპტომები. ჭრილობის ფართო არხის დროს ჭრილობიდან შესაძლოა გამოვიდეს ნაწლავის შიგთავსი, შარდი. მუცლის ღრუს მიმოხილვითი რენტგენოსკოპიის დროს გამჭოლ ჭრილობას ადასტურებს აირი დიაფრაგმის ქვეშ, თუმცა ეს ნიშანი აუცილებელი არ არის.

მუცლის ღრუს ორგანოთა ტრავმები კლინიკური სურათი დამოკიდებულია დაზიანებული ორგანოს მდგომარეობაზე – ღვიძლის და ელენთის, ნაწლავის ჯორჯლის დაზიანებების დროს წარმოიქმნება პროფუზული სისხლდენა მწვავე სისხლდაკარგვის ნიშნებით, პერკუსიით შესაძლებელია გამოვლინდეს მოყრუება მუცლის ირიბ ადგილებში. დახურული დაზიანებების დროს მუცლის კედლის კანის დეფექტი არ აღინიშნება, ჩვეულებრივ, ასეთი დაზიანებები წარმოიქმნება სატრანსპორტო კატასტროფების, სიმაღლიდან ჩამოვარდნის, მუცლის კედლით ძლიერი დაცემის დროს. დიაგნოსტიკა საკმაოდ რთულია სხვა ორგანოებისა და სისტემების ტრავმების, ავადმყოფის უგონო მდგომარეობის გამო. ხშირია ელენთის გასკდომა მუცელშიგა სისხლდენით (სისუტე, კანის საფარველის სიფერმკრთალე, ცივი ოფლი, ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაცემა, მუცლის კედლების გარკეული დაჭიმულობა და სხვ.) – 35%, თირკმელების და შარდგამომყოფი გზების – 24%, ღვიძლის – 18%, კუჭის – 10%, პერიტონეუმის უკანა სივრცის ორგანოების – 10% და სხვ. გარდა ჩამოთვლილი ნიშნებისა, დიაგოსტიკაში გვეხმარება ლაპარასკოპია – სისხლი მუცელში. ღრუ ორგანოების მცირე გაგლეჯვის, ასევე პერიტონეუმის უკან მდებარე ორგანოების ტრავმის დროს (კუჭქვეშა ჯირკვალი, თორმეტგოჯა ნაწლავი), ორეტაპოვანი გასკდომების დროს ( ღვიძლის ან ელენთის სუბსეროზული ჰემატომის გახსნა მუცლის ღრუში)  სწორი დიაგნოზის დასმა რთულია.

მუცლის ღრუს ორგანოთა ტრავმები დიაგნოსტიკაში გამოიყენება ულტრაბგერითი გამოკვლევა, ლაპარასკოპია.

მუცლის ღრუს ორგანოთა ტრავმები მკურნალობა. სტაციონარში ქირურგის მიერ ავადმყოფის გასინჯვამდე არ შეიძლება ავადმყოფისათვის წყლის მიცემა, ასევე ნარკოტიკების. დიაგნოზის დადგენის შემდეგ ტარდება ოპერაცია, რომლის ხასიათი დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე და ლოკალიზაციაზე.

მუცლის ღრუს ორგანოთა ტრავმები პროგნოზისერიოზულია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები