დაჟეჟილობა (კონტუზია)

დაჟეჟილობა (კონტუზია) contusion

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

დაჟეჟილობა (კონტუზია) ქსოვილთა მექანიკური დაზიანება კანის მთლიანობის დარღვევის გარეშე. დარტყმის ძალისა და ტრავმის ლოკალიზაციის მიხედვით წარმოიქმნება სხვადასხვა სიმძიმის დაჟეჟილობები: დაწყებული მცირედან, რომელიც არ იწვევს ფუნქციის დარღვევას, და ფართო დაზიანებები, რომლებიც სახიფათოა სიცოცხლისათვის (მაგალითად, ტვინის, გულის, მუცლის დაჟეჟვა შინაგანი ორგანოების დაზიანებით).

დაჟეჟილობა (კონტუზია) სიმპტომები, მიმდინარეობა. ტკივილი, შეშუპება, სისხლჩაქცევა. გართულებები: შინაგანი ორგანოების, ნერვების, სისხლძარღვების დაზიანებები. განსაკუთრებით მიშვნელოვანია შინაგანი ორგანოების დახურული დაზიანებები.

დაჟეჟილობა (კონტუზია) მკურნალობა.ფართო დაზიანებების დროს და შინაგანი ორგანოების დაზიანებაზე ეჭვის მიტანისას, საჭიროა სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია. გაურთულებელი დაჟეჟილობების დროს პირველ დღეებში ინიშნება ცივი, სიმშვიდე, შემდეგ კი სითბო.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები