ტრავმული ამოვარდნილობა traumatic dislocation
ტრავმული ამოვარდნილობა – წარმოიქმნება სახსრის ძლიერი მექანიკური ტრავმის დროს. არსებობს დახურული ამოვარდნილობები და, შედარებით მძიმე, ღია ამოვარდნილობები, რომლის დროსაც სახსრის მიდამოში ვითარდება ჭრილობა.
ტრავმული ამოვარდნილობა – სიმპტომები, მიმდინარეობა: სახსრის ტკივილი, აქტიური და პასიური მოძრაობების შეუძლებლობა და მისი დეფორმაცია. ამოვარდილობის მძიმე გართულებაა ახლომდებარე სისხლძარღვებისა და ნერვების დაზიანება. თუკი ამოვარდნილობა არ ჩასწორდა ტრავმიდან პირველი 2 საათის განმავლობაში, მას უწოდებენ მოძველებულს. მისი მკურნალობა (განსაკუთრებით ჩასწორება) საკმაოდ რთულია. ღია ამოვადნილობა ზოგჯერ რთულდება ჩირქოვანი ართრიტით.
ტრავმული ამოვარდნილობა – დიაგნოზის დადგენა ხდება კლინიკური სიმპტომების საფუძველზე, ამასთან, აუცილებელია სახსრის რეტგენოგრაფია, ვინაიდან ამოვადნილობები ზოგჯერ შერწყმულია სახსრის ირგვლივ მოტეხილობებთან. რენტგენოგრაფია მნიშვნელოვანია ასევე ქვეამოვარდნილობის დიაგნოსტირებისათვის, რომელსაც ნაკლებ გამოხატული სიმპტომატიკა აქვს.
ტრავმული ამოვარდნილობა – მკურნალობა. მსხვილი სახსრების ამოვადნილობის დროს აუცილებელია მათი იმობილიზაცია და სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია ქირურგიულ სტაციონარში, სადაც ტარდება ჩასწორება და სახსრის იმობილიზცია არანაკლებ 3 კვირის ვადით; შემდგომში ინიშნება სამკურნალო ფიზკულტურა და ფიზიოთერაპიული პროცედურები. წვრილი სახსრების ამოვარდნილობების დროს, მაგალითად, მტევნის, ქვედა ყბის,- მას ასწორებენ ამბულატორიულ პირობებში. მოძველებული ამოვარდნილობების დროს ხშირად საჭირო ხდება ოპერაციული მკურნალობა.
ტრავმული ამოვარდნილობა – პროგნოზი დროულად ჩასწორებული ამოვარდნილობის დროს და გართულებების არარსებობისას კეთილსაიმედოა.
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.