ქალის სასქესო ორგანოების ტუბერკულოზი

ამავე პოსტიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ქალის ჯანმრთელობისა და მოვლის საშუალებები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხილეთ   ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები

ქალის სასქესო ორგანოების ტუბერკულოზი – წარმოადგენს მეორად დაავადებას; წარმოიქმნება ტუბერკულოზის პირველადი კერიდან ინფექციის გავრცელებისას ჰემატოგენური ან ლიმფოგენური გზით.
განსაკუთრებით ხშირად ზიანდება საშვილოსნოს მილები, იშვიათად – ენდომეტრიუმი და საკვერცხეები, ძალიან იშვიათად საშვილოსნოს ყელი, საშო და ვულვა.

სიმპტომები, მიმდინარეობა

განასხვავებენ ექსუდაციურ, პროდუქტიულ და კაზეოზურ ფორმებს.
გამოხატულია ზოგადი სიმპტომები: სისუსტე, ადინამია, ადვილად დაღლა, ჰიპოტონია, მადის დაქვეითება, ოფლიანობა, სუბფებრილიტეტი.
მენსტრუალური ფუნქცია დარღვეულია: ხშირად ადგილი აქვს ჰიპოოლიგომენორეას, იშვიათად – აციკლურ სისხლდენას, ამეორეას ან ალგოდისმენორეას. როგორც წესი, ვითარდება პირველადი უნაყოფობა. ტკივილები ხშირად გაურკვეველია.


♥  ქალის ჯანმრთელობის ,,ამაზონის” განყოფილება >>
ოჯახის დაგეგმვის ტესტები
ქალის მოვლის საშუალებები
მენოპაუზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
მენსტრუალური ტკივილის შესამსუბუქებელი საშუალებები
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პეიოდისათვის
საფუარის სოკოთი გამოწვეული ინფექციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


დიაგნოზი

დასმაში გვეხმარება დაწვრილებითი ანამნეზი (მათ შორის კონტაქტი ტუბერკულოზით დაავადებულთან), კანქვეშა სინჯი,  ენდომეტრიუმის ჰისტოლოგიური გამოკვლევა და სხვ. რენტგენოლოგიური გამოკვლევა (ჰისტეროსალპინგოგრაფია) იძლევა დამატებით მონაცემებს მილების რიგიდულობაზე, მათ გამტარობაზე და სხვ.

მკურნალობა

შრომისა და დასვენების სწორი ორგანიზაცია, სრულფასოვანი კვება, ვიტამინები. თუკი დიაგნოზი ისმება პირველადად, ტარდება სპეციფიკური ანტიბაქტერიული თერაპია უწყვეტი კურსით, 1 – 1,5 წლის განმავლობაში.
მკურნალობა ტარდება ტუბერკულოზის საწინააღმდეგო დისპანსერის ექიმის დაკვირვების ქვეშ. ოპერაციული მკურნალობა ნაჩვენებია მხოლოდ ხანგრძლივად მიმდინარე ანთებითი წამონაქმნების დროს.

პროგნოზი

დროულად და ადეკვატურად ჩატარებული მკურნალობის დროს კეთილსაიმედოა; მენსტრუალური და გენერაციული ფუნქციის თვალსაზრისით – არაკეთილსაიმედოა. 


ქალის სასქესო ორგანოების ტუბერკულოზი – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ქალის სასქესო ორგანოების ტუბერკულოზი – მეორადი დაავადება, რომელიც წარმოიქმნება ტუბერკულოზის პირველადი კერიდან ინფექციის გავრცელებისას ჰემატოგენური ან ლიმფოგენური გზით.
📍 განსაკუთრებით ხშირად ზიანდება საშვილოსნოს მილები, იშვიათად – ენდომეტრიუმი და საკვერცხეები, ძალიან იშვიათად საშვილოსნოს ყელი, საშო და ვულვა.
🔎 ქალის სასქესო ორგანოების ტუბერკულოზის დროს გამოხატულია შემდეგი ზოგადი სიმპტომები:
📎 სისუსტე;
📎 ადინამია;
📎 ადვილად დაღლა;
📎 ჰიპოტონია;
📎 მადის დაქვეითება;
📎 ოფლიანობა;
📎 სუბფებრილიტეტი
🩸 მენსტრუალური ფუნქცია დარღვეულია – ხშირად ადგილი აქვს ჰიპოოლიგომენორეას, იშვიათად – აციკლურ სისხლდენას, ამეორეას ან ალგოდისმენორეას.
👉 შეიტყვეთ მეტი ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3u1Fljm
#ტუბერკულოზი #ქალისსასქესოორგანოებისტუბერკულოზი #სასქესოორგანოებისტუბერკულოზი #სასქესოორგანოებისტუბერკულოზისნიშნები #სასქესოორგანოებისტუბერკულოზისიმპტომები #სასქესოორგანოებისტუბერკულოზისმკურნალობა #სასქესოორგანოებისტუბერკულოზისდიაგნოსტიკა #ვაგინალურიგამონადენი #ამენორეა #არარეგულარულიმენსტრუაცია #მუცლისძლიერიტკივილი #ძლიერისისხლდენა #სისუსტე #ადინამია #ადვილადდაღლა #ჰიპოტონია #მადისდაქვეითება #ოფლიანობა #სუბფებრილიტი #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

გადასვლა >> გინეკოლოგიური დაავადებები


ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ქალის სასქესო ორგანოების ტუბერკულოზი – წარმოადგენს მეორად დაავადებას; წარმოიქმნება პირველადი კერიდან ინფექციის გავრცელებისას ჰემატოგენური გზით ან ლიმფური სისხლძარღვებით მეზენტერული ლიმფური კვანძებიდან და პერიტონეუმიდან.
განსაკუთრებულად ხშირად ზიანდება საშვილოსნოს მილები, იშვიათად  –  ენდომეტრიუმი და საკვერცხეები, ძალიან იშვიათად საშვიოსნოს ყელი, საშო და ვულვა. განასხვავებენ ექსუდაციურ, პროდუქტიულ და კაზეოზურ ფორმებს. სიმპტომები ხშირად შენიღბულია. დაავადებას ღებულობენ როგორც საშვილოსნოს დანამატების ანთებას, რომელიც განპირობებულია ჩირქმბადი მიკრობებით.
ამა თუ იმ ხარისხით გამოხატულია ზოგადი სიმპტომები: სისუსტე, ადინამია, ადვილად დაღლა, ჰიპოტონია, მადის დაქვეითება, ოფლიანობა, სუბფებრილიტეტი. მენსტრუალური ფუნქცია დარღვეულია: ხშირად ადგილი აქვს ჰიპოოლიგომენორეას, იშვიათად  –  აციკლურ სისხლდენას, ამეორეას ან ალგოდისმენორეას. როგორც წესი, ვითარდება პირველადი უნაყოფობა. ტკივილები გაურკვეველია.
დიაგნოზის დასმაში გვეხმარება დაწვრილებითი ანამნეზი (მათ შორის კონტაქტი ტუბერკულოზით დაავადებულთან), კანქვეშა სინჯი ტუბერკულინთან, კოხის სინჯი, ენდომეტრიუმის ჰისტოლოგიური გამოკვლევა და სხვ. რენტგენოლოგიური გამოკვლევა (ჰისტეროსალპინგოგრაფია) იძლევა დამატებით მონაცემებს მილების რიგიდულობაზე, მათ გამტარობაზე და სხვ.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.