ბოტულიზმი

ბოტულიზმი botulism
არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ბოტულიზმი – ინფექციურ-ტოქსიკური დაავადება, რომელსაც იწვევს ანაერობული მიკროორგანიზმი; მიმდინარეობს უმთავრესად ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით.

ეტიოლოგია

გამომწვევია ბოტულიზმის კლოსტრიდია – Clostridium botulinum – ანაერობი, რომელიც წარმოქმნის სპორებს და არის ძალიან ძლიერი ეგზოტოქსინი. არსებობს გამომწვევის 7 ანტიგენური ტიპი; ერთი რომელიმე ტიპის საწინააღმდეგო ანტიტოქსინი არ იცავს სხვა ტიპების ზემოქმედებისაგან.
ტოქსინი იშლება გაცხელებისას. სპორები უძლებენ დუღილს 5 საათამდე. ბოტულიზმის ბაქტერიების გამრავლებასა და ეგზოტოქსინის საკვებ პროდუქტებში დაგროვებას ხელს უწყობს ჟანგბადის მიწოდების არარსებობა და ცილების შემცველი კარგი საკვები ნიადაგის არსებობა (მაგალითად, სოკოების არასწორი კონსერვირება დახუფულ ქილებში სახლის პირობებში).

ეპიდემიოლოგია

ნიადაგში ბოტულიზმის გამომწვევი ხვდება ცხოველის ნაწლავიდან. დაავადების განვითარებისთვის აუცილებელია გამომწვევის გამრავლება საკვებ პროდუქტებში ეგზოტოქსინის დაგროვებით, რომელიც იწვევს დაავადების განვითარებას.
ეგზოტოქსინი განსაკუთრებით ინტენსიურად წარმოიქმნება 35-370 C ტემპარატურაზე, ანაერობულ პირობებში. უხშირესად ადამიანი ავადდება საკვებად ბაქტერიებით და ბოტულიზმის ტოქსინებით ინფიცირებული პროდუქტების გამოყენების შედეგად: ძეხვეულობა, ლორი, ახლადშებოლილი თევზი და სახლის პირობებში კონსევირებული სოკოები.

პათოგენეზი

საჭმლის მონელებელ ტრაქტში მოხვედრისას ბოტულოტოქსინი არ იშლება ფერმენტებით, შეიწოვება კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანიდან და ჰემატოგენურად ვრცელდება მთელს ორგანიზმში.
ბოტულოტოქსინი არჩევითად აზიანებს ნერვული სისტემის ქოლინერგულ ნაწილებს. ნერვულ სინაფსებში აცეტილქოლინის გამოყოფის შეწყვეტას მოჰყვება კუნთების დამბლა. ხახის, ხორხის, სასუნთქი კუნთებიდამბლა იწვევს ყლაპვისა და სუნთქვის დარღვევას, რაც ხელს უწყობს ასპირაციული პნევმონიის განვითარებას.

 სიმპტომები, მიმდინარეობა

ინკუბაციური პერიოდი გრძელდება რამდენიმე საათიდან 2 – 5 დღემდე. გამოყოფენ შემდეგ სინდრომებს: პარალიზურს, გასტროინტენსტინურსა და ზოგადტოქსიკურს. ეს უკანასკნელი სუსტადაა გამოხატული. გასტროინტესტინური სინდრომი ბოტულიზმის საწყისი პერიოდის ყველაზე ხშირი გამოვლინებაა. იგი ხასიათდება გულისრევით, ღებინებით, ფაღარათით და გრძედება რამდენიმე დღე.
ნევროლოგიური სიმპტომატიკა ვითარდება გასტროინტენსტინური სინდრომის ფონზე. აღინიშნება საერთო სისუსტე, პირის ღრუს სიშრალე, მხედველობის დარღვევა. ობიექტურად ვლინდება გუგების გაფართოება, მათი დუნე რეაქცია სინათლეზე, ანიზოკორია, თვალის მამოძრავებელი კუნთებიდან რომელიმეს უკმარისობა, (დიპლოპიის დროს), ქუთუთოების დაწევა და მათი აწევის შეუძლებლობა, ნისტაგმი.
არაიშვიათად აღინიშნება რბილის სასის დამბლა. ხორხის კუნთებიდამბლა იწვევს ხმის ჩახლეჩასა და აფონიას. ირღვევა ყლაპვა ხახის კუნთების დამბლის გამო; ხშირია მიმიკური კუნთებიპარეზები. შესაძლებელია საღეჭი კუნთების, კისრისა და ზედა კიდურების დამბლა.
მძიმე შემთხვევებში სწრაფად ვითარდება სასუნთქი კუნთების უკმარისობა. მგრძნობელობის დარღვევა არ აღინიშნება. გონება მთლიანად შენარჩუნებულია; ცხელება არ აღინიშნება. მძიმე ფორმების დროს სიკვდილი დგება სუნთქვის დამბლიდან დაავადების მე-3-5 დღემდე. გართულებებია – მწვავე პნევმონია, ტოქსიკური მიოკარდიტი, მიოზიტები, ნევრიტები, სეფსისი. დიაგნოზი ეფუძნება დამახასიათებელ კლინიკურ სიმპტომატიკას.

 მკურნალობა

 აუცილებელია ავადმყოფების ჰოსპიტალიზაცია ინფექციურ საავადმყოფოებში და განყოფილებებში; კუჭის გამორეცხვა ნატრიუმის ჰიდროკარბონატის 2%-იანი ხსნარით, დგამენ სიფონურ ოყნას, ინიშნება საფაღართოები. რაც შეიძლება ადრე შეჰყავთ ბოტულიზმის საწინააღმდეგო შრატები.

პროგნოზი

პროგნოზი სერიოზულია. თანამედროვე თერაპიის გამოყენების დროსაც კი ლეტალობა შეადგენს 15-30%-ს.

პროფილაქტიკა

საკვებ საწარმოებში, საკონსერვო ქარხნებში, სასურსათო მაღაზიებში და საზოგადოებრივი კვების ობიექტებში სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების მკაცრი დაცვა.
ეს აუცილებელია აგრეთვე სახლის პირობებში ძეხვის, ლორის, გამომშრალი და შებოლილი თევზის, კონსერვირებული სოკოების, ბოსტნეულის, ხილის და კენკრის დამზადებისას, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ეს პროდუქტები ინახება ჟანგბადით ღარიბ ადგილებში.
ბოტულიზმის ბაქტერიების სპორები იხოცებიან ავტოკლავირების შედეგად. ბუნებრივია, დაუშვებელია საკვებად უხარისხო ძეხვეულობისა და ლორის (მომწარო ზეთის სუნის მქონე), გაბერილი თავსახურის მქონე ხორცისა და თევზის კონსერვების (ბომბაჟი), გარგარის კომპოტების, რომლებსაც ზემოდან აქვთ მუქი ლაქები, სახლის პირობებში დაკონსერვებული სოკოების, რომლებიც სათანადოდ არ არიან გაწმენდილნი მიწისგან, საკვებად გამოყენება.
ბოტულიზმის ჯგუფური შემთხვევების დროს, ყველა პიროვნებას, რომელმაც გამოიყენა საეჭვო პროდუქტი, პროფილაქტიკის მიზნით კუნთებში უკეთდება შრატი. მათზე 2 კვირის განმავლობაში ხდება სამედიცინო დაკვირვება.

ბოტულიზმილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ბოტულიზმი – ინფექციურ-ტოქსიკური დაავადება, რომელსაც იწვევს ანაერობული მიკროორგანიზმი და მიმდინარეობს უმთავრესად ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით
🦠 გამომწვევია ბოტულიზმის კლოსტრიდია – Clostridium botulinum – ანაერობი, რომელიც წარმოქმნის სპორებს და არის ძალიან ძლიერი ეგზოტოქსინი
⭕️ დაავადების განვითარებისთვის აუცილებელია გამომწვევის გამრავლება საკვებ პროდუქტებში ეგზოტოქსინის დაგროვებით, რომელიც იწვევს დაავადების განვითარებას
🩸 საჭმლის მონელებელ ტრაქტში მოხვედრისას ბოტულოტოქსინი არ იშლება ფერმენტებით, შეიწოვება კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანიდან და ჰემატოგენურად ვრცელდება მთელს ორგანიზმში
🚑 აუცილებელია ავადმყოფების ჰოსპიტალიზაცია ინფექციურ საავადმყოფოებში და განყოფილებებში
💦 კუჭის გამორეცხვა ნატრიუმის ჰიდროკარბონატის 2%-იანი ხსნარით
💉 რაც შეიძლება ადრე შეჰყავთ ბოტულიზმის საწინააღმდეგო შრატები
👉 გაიგეთ მეტი – https://bit.ly/3Ozp25b
#ბოტულიზმი #ბოტულიზმისსიმპტომები #ბოტულიზმისნიშნები #ბოტულიზმისდიაგნოსტიკა #ბოტულიზმისმკურნალობა #ბოტულიზმისტოქსინი #ქუთუთოებისჩამოწევა #სახისკუნთებისსისუსტე #ყლაპვისგაძნელება #პირისსიმშრალე #სუნთქვისგაძნელება #გულისრევა #პარალიზი #ღებინება #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ინფექციური დაავადებები