ჰიპერინსულინიზმი

ჰიპერინსულინიზმი hyperinsulinism

ჰიპერინსულინიზმი  (ჰიპოგლიკემიური დაავადება) – დაავადება, რომელიც ხასიათდება ჰიპერგლიკემიის შეტევებით, რაც განპირობებულია ინსულინის დონის აბსოლუტური ან შეფარდებითი მომატებით.

ჰიპერინსულინიზმი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. ლანგერჰანსის კუნძულების სიმსივნე (ინსულინომები), კუჭქვეშა ჯირკვლის ბეტა-უჯრედების დიფუზური ჰიპერპლაზია, ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები, კუჭქვეშა ჯირკვლის გარე სიმსივნეები, რომლებიც ახდენენ ინსულინისმაგვარი ნივთიერებების სეკრეციას, სიმსივნეები, რომლებიც გაძლიერებულად შთანთქავენ გლუკოზას, კონტრინსულინური ჰორმონების პროდუქციის უკმარისობა. ჰიპოგლიკემია იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონალური მდგომარეობის დარღვევას, სიმპათო-ადრენალური სისტემის აქტივობის მომატებას.

ჰიპერინსულინიზმი – სიმპტომები, მიმდინარეობა. ავადდებიან უპირატესად ქალები 26-55 წლის ასაკში. ჰიპერგლიკემიის შეტევები ვითარდება უპირატესად დილაობით, ხანგრძლივი შიმშილის შემდეგ, ხოლო ფუნქციური ჰიპერინსულინიზმის დროს – ნახშირწყლების მიღების შემდეგ. მაპრვოცირებელი ფაქტორებია: ფიზიკური დატვირთვა, ფსიქიკური გადაძაბვები. დასაწყისში ქალებთან შეტევები შესაძლოა განმეორდეს მხოლოდ პრედმენსტრუალურ პერიოდში. შეტევა იწყება შიმშილის გრძნობით, ოფლიანობით, სისუსტით, კიდურების კანკალით, ტაქიკარდიით, შიშის გრძნობით, სიფერმკრთალით, დიპლოპიით, პარესთეზიებით, ფსიქიკური აგზნებით, არამოტივირებული მოქმედებებით, დეზორიენტაციით, დიზართრიით; შემდეგში აღინიშნება გონების დაკარგვა, კლონური და ტონური კრუნჩხვები, რომელიც ზოგჯერ მოგვაგონებს ეპილეფსიურ გულყრას, ასევე კომა, ჰიპოთერმიითა და ჰიპორეფლექსიით. ზოგჯერ შეტევები იწყება გონების უეცარი დაკარგვით. შეტევებს შორის პერიოდში ვლინდება სიმპტომები, რომლებიც განპირობებულია ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით: მეხსიერების დაქვეითება, ემოციური არამდგრადობა, გარემოსადმი განურჩევლობა, პროფესიული ჩვევების დაკარგვა, მგრძნობელობის დაკარგვა, პარესთეზიები, პირამიდული უკმარისობის სიმპტომები, პათოლოგიური რეფლექსები.

ჰიპერინსულინიზმი – დიაგნოსტიკა. ტარდება სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა, ასევე იმუნორეაქტიული ინსულინისა და С-პეპტიდის. გამოიყენება კუჭქვეშა ჯირკვლის ანგიოგრაფია, ულტრაბგერითი გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, რეტროგრადული პანკრეატოდუოდენოგრაფია.

ინსულინომისა და სხვა ორგანოების სიმსივნეების მკურნალობა  ქირურგიულია. ფუნქციური ჰიპერინსულინიზმის დროს ინიშნება ულუფებად კვება, ნახშირწყების შეზღუდვით; ჰიპერგლიკემიისშეტევები კუპირდება ვენაში 40 – 50 მლ 40%-იანი გლუკოზის ხსნარის შეყვანით.

ენდოკრინული სისტემის დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.