კუჭის ფუნქციური ჰიპერსეკრეცია

კუჭის ფუნქციური ჰიპერსეკრეცია gastric hypersecretion

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

კუჭის ფუნქციური ჰიპერსეკრეცია – ხასიათდება კუჭის წვენის გაძლიერებული გამოყოფითა და კუჭის მჟავეობის მომატებით. კუჭის სეკრეციის დროებითი მომატება აღინიშნება საკვებში დიდი რაოდენობით სანელებლების, ცხარე ნვთიერებების გამოყენებისას, ალკოჰოლის მიღების დროს, უპირატესად ცილოვან-ნახშირწყლოვანი კვების, ასევე ფსიქიკური აგზნების დროს. კუჭის სეკრეციის გაძლიერება აღინიშნება თირეოტოქსიკოზის საწყის სტადიაში, ჰიპერკორტიციზმის დროს და სტეროიდული პრეპარატებით ხანგრძლივი მკურნალობისას. კუჭის ჰიპერსეკრეციით მიმდინარეობს ასევე წყლულოვანი დაავადებაც (ლოკალიზაციით თორმეტგოჯა ნაწლავის ბოლქვსა და კარდიაში); მსგავს ფუნქციურ დარღვევებს ადგილი აქვს დუოდენიტისა და წყლულოვანი დაავადების გამწვავების წინა პერიოდში.

სიმპტომები, მიმდინარეობა. უმრავლეს შემთხვევაში კუჭის ფუნქციური ჰიპერსეკრეცია მიმდინარეობს უსიმპტომოდ, მაგრამ შესაძლებელია აღინიშნოს წყლულოვანი ტკივილები ეპიგასტრიუმში, გულძმარვა, იშვიათ შემთხვევებში ღებინება მჟავე წვენის დიდი რაოდენობით უზმოზე. რენტგენოლოგიური გამოკვლევით კუჭში ვლინდება დიდი რაოდენობის წვენი უზმოზე, ჰიპერაციდოზი.

დიფერენციალური დიაგნოსტიკა ტარდება პირველ რიგში კუჭის წყლულოვან დაავადებასთან წყლულის ლოკალიზაციით კარდიაში ან თორმეტგოჯა ნაწლავში.

მკურნალობა მიმართულია კვების, შრომისა და დასვენების რეჟიმის, ცენტრალური ნერვული სისტემის  მოქმედების ნორმალიზაციისაკენ. კლინიკური სიმპტომების არსებობისას მკურნალობა ტარდება ისევე, როგორიც წყლულოვანი დაავადების დროს.

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კუჭის ფუნქციური ჰიპერსეკრეცია – ხასიათდება კუჭის წვენის გაძლიერებული გამოყოფით და კუჭის მჟავეობის მომატებით. კუჭის სეკრეციის დროებითი მომატება აღინიშნება საკვებში დიდი რაოდენობით სანელებლების გამოყენებისას, რომლებსაც ახასიათებთ წვენის გამომყოფი მოქმედება, ცხარე ნვთიერებების, ალკოჰოლის, უპირატესად ცილოვან – ნახშირწყლოვანი კვებისას, ფსიქიკური აგზნებისას. კუჭის სეკრეციის გაძლიერება აღინიშნება თირეოტოქსიკოზის საწყის სტადიაში, ჰიპერკორტიციზმის და სტეროიდული პრეპარატებით ხანგრძლივი მკურნალობისას. წყლულოვანი დაავადება, პროცესის ლოკალიზაციით თორმეტგოჯა ნაწლავის ბოლქვში და კარდიაში, ხშირად მიმდინარეობს კუჭის ჰიპერსეკრეციით. მსგავსი ფუნქციურ დარღვევებს ადგილი აქვს დუოდენიტის დროს და პერიოდში, რომელიც წინ უსწრებს წყლულოვანი დაავადების გამწვავებას. სიმპტომები, მიმდინარეობა. უმრავლეს შემთხვევაში კუჭის ფუნქციური ჰიპერსეკრეცია მიმდინარეობს უსიმპტომოდ, მაგრამ აღინიშნოს წყლულოვანი ტკივილები ეპიგასტრიუმში, გულძმარვა, იშვიათ შემთხვევებში ღებინება მჟავე წვენის დიდი რაოდენობით უზმოზე. რენტგენოლოგიური გამოკვლევით კუჭში ვლინდება დიდი რაოდეობის წვენი უზმოზე, ფრაქციული ზონდირებით და рН – მეტრიით – ჰიპერაციდოზი. დიფერენციალური დიაგნოსტიკა ტარდება პირველ რიგში კუჭის წყლულოვან დაავადებასთან წყლულის ლოკალიზაციით კარდიაში ან თორმეტგოჯა ნაწლავში. მკურნალობა მიმართულია კვების, შრომისა და დასვენების რეჟიმის, ცენტრალური ნერვული სისტემის მოქმედების ნორმალიზაციისაკენ.