ყბის ოსტეომიელიტი

ყბის ოსტეომიელიტი ინფექციური ჩირქოვან-ნეკროზული პროცესი, რომელიც ვითარდება ყბის ძვალში და მის გარემომცველ ქსოვილებში. განასხვავებენ ჰემატოგენურ, ტრავმულ და ოდონტოგენურ ოსტეომიელიტს.

ოდონტოგენური ოსტეომიელიტის ეტიოლოგია კბილის ფესვის არხებისა და კბილ-ღრძილის ჯიბეების მიკროფლორა (სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, ანაერობები).

ოდონტოგენური ოსტეომიელიტი – პათოგენეზი დაკავშირებულია ძვლოვან ქსოვილებზე ანთებითი პროცესის გავრცელებასთან. პაროდონტიდან ინფექცია აღწევს ლიმფური ძარღვებითა და ძვლოვანი არხებით.

ოდონტოგენური ოსტეომიელიტი – სიმპტომები, მიმდინარეობა. მწვავე ოსტეომილიტის დროს: აღინიშნება თავისთავადი პულსირებადი ტკივილი ყბაში, თავის ტკივილი, შემცივნება, ტემპერატურის მომატება 400 C-მდე. ვლიდება დაზიანებული კბილი ნეკროზული პულპით (შესაძლოა დაბჟენილი); იგი და მასთან მომიჯნავე კბილები მკვეთრად მტკივნეულია, მოძრავია. ავადმყოფს სახე შეშუპებული და ასიმეტრიული აქვს, გარდამავალი ნაოჭი ჰიპერემიული და გადასწორებულია; ლიმფური კვანძები გადიდებული, მტკივნეულია. ოსტეომიელიტი რთულდება აბსცესით, ფლეგმონით. სისხლში აღინიშნება  ლეიკოციტოზი, ედს-ი მომატებულია. ზოგადი მდგომარეობა სხვადასხვა სიმძიმისაა.

ოდონტოგენური ოსტეომიელიტი – მკურნალობა ქირურგიულია – კბილის ამოღება, ძვისსაზრდელას ქვეშა აბსცესის, ფლეგმონის გაკვეთა. ინიშნება ფართო სპექტრის ანტიობიოტიკები, ვიტამინი C, ანტიჰისტამინური პრეპარატები, ანალგეტიკებიდა სხვ.

ოდონტოგენური ოსტეომიელიტი – პროგნოზი დამოკიდებულია დროულად ჩატარებულ მკურნალობაზე და ორგანიზმის რეზისტენტობაზე. ხშირად პროცესი ღებულობს ქრონიკულ მიმდინარეობას.

ქრონიკული ოსტეომიელიტის სიმპტომებია ალვეოლარული მორჩის ლორწოვან გარსზე, ასევე სახისა და კისრის კანზე ფისტულების წარმოქმნა  ჩირქოვანი გამონაყოფითა და გრანულაციებით; კბილები მორყეული და მტკივნეულია, სახე ასიმეტრიულია. რეტგენოლოგიურად ვლინდება ძვლოვანი სეკვესტრები. დაავადებას ახასიათებს ხანგრძლივი მიმდინარეობა – თვეები, წლები; ხშირია გამწვავებები. ზედა ყბაზე პროცესი  შესაძლოა გართულდეს ჰაიმორიტით, სახის ვენების თრომბოფლებიტით. შესაძლებელია ქვედა ყბის პათოლოგიური მოტეხილობა.

მკურნალობა. დაზიანებული კბილების ამოღება; პატარა სეკვესტრების მოცილება ხდება ფისტულის გასავლებიდან, ხოლო დიდი სეკვესტრების დროს ტარდება სეკვესტროტომია.

კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ყბის ოსტეომიელიტი – ინფექციური ანთებითი პროცესი, რომელიც აზიანებს ყბის ძვლის ყველა ელემენტს. განასხვავებენ ჰემატოგენურ, ტრავმულ და ოდონტოგენურ ოსტეომიელიტს. ოდონტოგენური ოსტეომიელიტის ეტიოლოგია – კბილის ფესვის არხების და კბილ – ღრძილის ჯიბეების მიკროფლორა (სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, ანაერობები). პათოგენეზი დაკავშირებულია ძვლოვან ქსოვილებზე ანთებითი პროცესის გავრცელებასთან. ინფექცია აღწევს პაროდონტიდან ლიმფური ძარღვებით და ძვლოვანი არხებით. მნიშვნელოვანია ორგანიზმის მიკრობული სენსიბილზაციის როლი. სიმპტომები, მიმდინარეობა. მწვავე ოსტეომილიტის დროს: თავისთავადი პულსირებადი ტკივილი ყბაში, თავის ტკივილი, შემცივნება, ტემპერატურის მომატება 400 C – მდე. ვლიდება დაზიანებული კბილი ნეკროზული პულპით (შესაძლოა დაბჟენილი); იგი და მასთან მომიჯნავე კბილები მკვეთრად მტკივნეულია, მოძრავია. სახე შეშუპებული, ასიმეტრიულია, გარდამავალი ნაოჭი ჰიპერემიული და გადასწორებულია. ლიმფური კვანძები გადიდებული, მტკივნეულია. ოსტეომიელიტი რთულდება აბსცესით, ფლეგმონით. სისხლში – ლეიკოციტოზი, ედს – ი მომატებულია. ზოგადი მდგომარეობა სხვადასხვა სიმძიმისაა. მკურნალობა ქირურგიულია – კბილის ამოღება, ძვისსაზრდელას ქვეშა აბსცესის, ფლეგმონის გაკვეთა. ინიშნება მოქმედების ფართო სპექტრის ანტიობიოტიკები, ვიტამინი C 1 გ/დღეში, ანტიჰისტამინური პრეპარატები, ანალგეტიკები, დეზინტოქსიკაციური ზემოქმედება. პროგნოზი დამოკიდებულია დროულ აქტიურ მკურნალობასა და ორგანიზმის რეზისტენტობაზე. არაიშვიათად პროცესი ღებულობს ქრონიკულ მიმდინარეობას. ქრონიკული ოსტეომიელიტის სიმპტომებია – ფისტულები ჩირქოვანი გამონაყოფით და გრანულაციებით ალვეოლარული მორჩის ლორწოვან გარსზე და სახისა და კისრის კანზე; კბილები მორყეული და მტკივნეულია, სახე ასიმეტრიულია. რეტგენოლოგიურად – ძვლოვანი სეკვესტრები. ახასიათებს ხანგრძლივი მიმდინარეობა – თვეები, წლები; ხშირია გამწვავებები. ზედა ყბაზე შესაძლოა გართულდეს ჰაიმორიტით, სახის ვენების თრომბოფლებიტით. შესაძლებელია ქვედა ყბის პათოლოგიური მოტეხილობა.