ყბის ირგვლივი აბსცესი

ყბის ირგვლივი აბსცესი

არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე

ყბის ირგვლივი აბსცესი – ყბა-სახის მიდამოს ქსოვილების  ჩირქოვანი ანთებითი დაავადება, დაშლის შემოსაზღვრული კერის წარმოქმნით.

ყბის ირგვლივი აბსცესი – ეტიოლოგია. შერეული ფლორა, ძირითადად სტრეპტო – და სტაფილოკოკები. ინფექციის წყაროა მწვერვალისირგვლივი და პერიკორონარული ანთებითი კერები და პაროდონტული ჯიბეები.

ყბის ირგვლივი აბსცესი – პათოგენეზი – ინფექციის გავრცელება მიმდებარე რბილ ქსოვილებში ლიმფური ან ჰემატოგენური გზებით ან ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციით.

ყბის ირგვლივი აბსცესი – სიმპტომები. წარმოიქმნება შემოსაზღვრული შეშუპება; ჰიპერმიული და დაჭიმული კანის ან ლორწოვანი გარსის ქვეშ აღინიშნება ფლუქტუაცია. ზოგადი მოვლენების გამოხატულება (თავის ტკივილი, შემცივნება, ლეიკოციტოზი) განისაზღვრება აბსცესის ლოკალიზაციითა და ზომებით. ღრძილქვეშა აბსცესები შესაძლებელია თავისთავად გაიხსნას.

ყბის ირგვლივი აბსცესი – მკურნალობა. ენის, ხახისახლო სივრცის, ყბა-სახის ღარისა და სხვა ლოკალიზაციის აბსცესები საჭიროებენ გაკვეთას. ტარდება აბსცესის ღრუს დრენირება. ანტიბიოტიკები ინიშნება ტემპერატურის მომატებისა და ინტოქსიკაციის დროს.

ყბის ირგვლივი აბსცესი – პროგნოზიკეთილსაიმედოა. პროფილაქტიკა: დროული ატრავმული ენდოდონტური მკურნალობა და პაროდონტული ჯიბეების ლიკვიდაცია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები