სეპტიკოპიემია

სეპტიკოპიემია septicopyemia

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

სეპტიკოპიემია ჩირქმბადი მიკრობებით ან მათი ტოქსინებისისხლის დასნებოვნების შემთხვევაში, როდესაც ხდება იმუნური მექანიზმების მოშლა, ვითარდება მძიმე დაავადება – სეფსისი. თუკი ამასთან ერთად სისხლში აღმოჩენილია დიდი რაოდენობით მიკრობები, ასეთ მდგომარეობას ეწოდება სეპტიცემია; თუ ამგვარი მდგომარეობა განპირობებულია არა სეპტიცემიით, არამედ სისხლში მხოლოდ მიკრობების ცხოველმყოფელობის პროდუქტების – ტოქსინების არსებობით, მას ტოქსემია ეწოდება, ხოლო იმ შემთხვევებში, როდესაც ინტოქსიკაციას თან სდევს სხვადასხვა ქსოვილებსა და ორგანოებში ჩირქოვანი კერების წარმოქმნა, მაშინ საუბრობენ სეპტიკოპიემიის არსებობაზე.

სეპტიკოპიემია სიმპტომები, მიმდინარეობა. მაღალი ტემპერატურა მნიშვნელოვანი ცვალებადობითა და შემცივნებებით. ავადმყოფის ზოგადი მძიმე მდგომარეობა, სუსტი ავსების გახშირებული პულსი, მკვეთრად გამოხატული საერთო სისუსტე, ზოგჯერ უხვი ოფლიანობა, ავადმყოფის განლევა. სისხლში ნახულობენ მაღალ ლეიკოციტოზს თეთრი ფორმულის მარცხნივ მკვეთრი გადახრით. ჩირქოვანი ჭრილობები დუნე და სისხლმდენია, ჩირქის გამოყოფა მცირდება, ჭრილობა მშრალი ხდება.

სეპტიკოპიემია მკურნალობა. აუცილებელია ძირითადი ჩირქოვანი კერის (ან კერების)  ფართოდ გახსნა, ანტისეპტიკური ხსნარებით დამუშავება და დრენირება ან ტამპონირება; ავადმყოფის აბსოლუტური მოსვენება და მოვლა. გამოიყენება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები მათდამი მიკროფლორის მგრძნობელობის განსაზღვრის მიხედვით. შეჰყავთ დიდი რაოდენობით სითხეები (სითხის მიღება, ინტრავენური გადასხმები, წვეთოვანი ოყნები). ვიტამინებით მდიდარი, ადვილად ათვისებადი საკვები, ღვინო, ახალი ჩაი დიდი რაოდენობით შაქრით, ლიმონით.

სეპტიკოპიემია პროფილაქტიკა. სხვადასხვა მწვავე, ჩირქოვანი პროცესების დროული და ადეკვატური მკურნალობა. ჩირქოვანი კერების ადრეული ოპერაციული მკურნალობა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ქირურგიული დაავადებები