პნევმოთორაქსი (ახალშობილებში)

პნევმოთორაქსი (ახალშობილებში) congenital pneumothorax

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

პნევმოთორაქსი (ახალშობილებში) – ახალშობილებში ყველაზე უფრო ხშირად ვითარდება ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის დროს ფილტვის ქსოვილის დაზიანებისას. ფილტვის დაზიანების მიზეზი შესაძლებელია იყოს ასევე ბრონქებში წნევის მომატება, რომელიც ვითარდება მშობიარობის დროს, ან ფილტვების განვითარების მანკები (ცისტები, ბულები). პნევმოთორაქსი შესაძლებელია განვითარდეს ასევე ფილტვებში ანთებითი პროცესების გართულებული მიმდინარეობის დროს, მაგალითად აბსცესის გაღწევისას პლევრის ღრუში პიოპნევმოთორაქსის წარმოქმნით.

პნევმოთორაქსი (ახალშობილებში)კლინიკური სურათი განისაზღვრება ფილტვებში პათოლოგიური პროცესის ხასიათისა და სიმძიმის მიხედვით და მკერდშიგა დაძაბვის გამოხატულებით. დაძაბვის (სარქვლოვანი) პნევმოთორაქსის შემთხვევაში ბავშვის მდგომარეობა პროგრესულად უარესება, ვლინდება და სწრაფად მატულობს მოუსვენრობა, სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, ციანოზი. აღინიშნება კოლიფისებრი ხმიანობა, გულის საზღვრების გადანაცვლება, ტაქიკარდია. რენტგენოლოგიურად – ფილტვის კოლაფსი, გულის საზღვრებისა და შუასაყარის გადანაცვლება ჯანმრთელ მხარეზე. ფილტვის ქსოვილის დაზიანების გამო შესაძლებელია ასევე შუასაყარის ემფიზემის განვითარებაც. ასეთ დროს აღნიშნულ სიმპტომებს უერთდება სახის შებიჟვინება, კისერზე კანქვეშა კრეპიტაცია. რენტგენოგრამაზე ვლინდება პნევმომედიასტინუმი, მკაფიოდ კონტურირდება თიმუსის (მკერდუკანა ჯირკვალი) საზღვრები.

პნევმოთორაქსის მკურნალობა კონსერვატიულია: პლევრის პუნქცია, პლევრის რღუს დრენირება. მძიმე შემთხვევებში და აღიშნული მანიპულაციების არაეფექტურობის დროს ასრულებენ ბრონქოსკოპიას და დაზიანებული წილის ბრონქის დროებით ოკლუზიას. შუასაყარის ემფიზემის დროს ნაჩვენებია ოპერაციული ჩარევა.

პნევმოთორაქსი (ახალშობილებში)პროგნოზი დამოკიდებულია სამშობიარო ტრავმის სიმპტომების გამოხატულების ხარისხზე, ფილტვის ქსოვილის მდგომარეობაზე პნევმოთორაქსისგანვითარების მომენტში, ასევე საკურნალო ღონისძიებების დროულად ჩატარებაზე.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ქირურგიული დაავადებები