ყითას ხვრელის ატრეზია

ყითას ხვრელის ატრეზია anal atresia

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ყითას ხვრელის ატრეზია დაგვიანებული დიაგნოსტირების შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს ნაწლავთა დაბალი გაუვალობა. ხვრელის ატრეზია ხშირად კომბინირებულია სწორი ნაწლავის ატრეზიასთან ან აგენეზიასთან. სწორი ნაწლავის ატრეზია, როგორც წესი, ვლინდება სხვადასხვა ფისტულების სახით. გოგონებში ფისტულები იხსნება საშოში ან მის კარიბჭეში. ბიჭუნებში გვხვდება სწორნაწლავ-შორისის, რექტოურეთრული, რექტოვეზიკულური ფისტულები. ანორექტული მანკები შემთხვევათა 30%-ში შერწყმულია შარდგამომყოფი სისტემის განვითარების მანკებთან. სწორი ნაწლავის ატრეზიის ფისტულოვანი ფორმისაგან განსხვავდება ყითას ექტოპია, რომლის დროსაც ნორმალურად ფორმირებული ყითას ხვრელი გადანაცვლებულია წინისაკენ. ამასთან ამ უკანასკნელის ფუნქცია არ ირღვევა. თუმცა მნიშვნელოვანი გადანაცვლებისას გოგონებში შესაძლოა წარმოიქმნას ვულვოვაგინიტები, საშარდე გზების აღმავალი  ინფექციები.

ყითას ხვრელის ატრეზია მკურნალობა ოპერაციულია. იგი ტარდება დიაგნოზის დადაგენისთანავე. პათოლოგიის ფისტულოვანი ფორმების დროს გოგონებში ოპერაცია შესაძლოა გადაიდოს 1 წლის ასაკამდე.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ქირურგიული დაავადებები