პიოპნევოთორაქსი

პიოპნევოთორაქსი pyopneumothorax

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

პიოპნევოთორაქსი ჩირქისა და ჰაერის დაგროვება პლევრის ღრუში, ფილტვის კოლაფსის წარმოქმნით. ვითარდება ფილტვის აბსცესის გახსნისა და ბრონქულ-პლევრული ფისტულის წარმოქმნის შედეგად. შესაძლებელია ტრავმული გენეზი. პიოპნევმოთორაქსს საფუძვლად უდევს ინფექცია (ფილტვების სტაფილო – და სტრეპტოკოკური ფესტრუქცია, ანაერობები, იშვიათად – პნევმოკოკები)..

პიოპნევოთორაქსი -სიმპტომები, მიმდინარეობა. განასხვავებენ 3 კლინიკურ ფორმას: 1. ფილტვის კოლაფსის მწვავე სურათი, უეცრად წარმოქმნილი კოლოფისებური ხმიანობა ადრე არსებულ მოყრუებაზე, პროგრესირებადი პნევოთორაქსი; არ გამოირიცხება ფსევდოაბდომინური სინდრომის კლინიკა. 2. რბილი ფორმა: ჩირქგროვის გასვლა დახურულ, ჩაკეტილ სივრცეში; ზომიერი ტკივილი გვერდში. ფიზიკალური მონაცემების ინვერსია, ავადმყოფის მდგომარეობის გაუარესება და ფილტვის ქსოვილის ამა თუ იმ ფორმის დესტუქცია,  საფუძველია პნევმოთორაქსის ძიებისა; 3. წაშლილი ფორმა – პლევრულ ღრუში გაღწევა, რაც საკმაოდ რთული დასაფიქსირებელია. მნიშვნელოვანი ნიუანსებია: ავადმყოფზე დინამიკური დაკვირვება და რეგულარული რენტგენოლოგიური კონტროლი.

პიოპნევოთორაქსი მკურნალობა ტარდება ქირურგიულ სტაციონარში; მწვავე პიოპნევოთორაქსის დროს ნაჩვენებია პლევრის ღრუს გადაუდებელი დრენირება, ხშირად – მესამე-მეოთხე ნეკნთაშუა არეში ლავიწშუა ხაზზე, შემდეგ კი – ადეკვატური დრენირება ჩირქის ევაკუაციისათვის.

პიოპნევოთორაქსი პროგნოზი სერიოზულია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ქირურგიული დაავადებები