წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია

წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია prostatic hypertrophy

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია დაავადება ვითარდება ხანში შესულ და მოხუცებულობით ასაკში.

წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადების საწყის (პირველ) სტადიაში ავადმყოფები უჩივიან შარდვის გახშირებასა და გაძნელებას, განსაკუთრებით ღამით. შარდვის დროს ავადმყოფს არ შეუძლია თავიდანვე დაცალოს ბუშტი, ამისთვის მას გარკვეული პერიოდის განმავლობაში უხდება გაჭინთვა. შარდის ნაკადი დუნეა, პერიოდულად წყდება კიდეც. დაავადების მეორე სტადიაზე შარდვის მხრივ დარღვევები სულ უფრო ძლიერდება, შარდვა ხდება უფრო ხშირი, ავადმყოფს ღამით რამდენჯერმე უხდება საწოლიდან წამოდგომა. შარდის ბუშტის ბოლომდე არ იცლება, მოშარდვის შემდეგ რჩება შარდის მცირე რაოდენობა (ნარჩენი შარდი), რის გამოც რამდენიმე წუთის შემდეგ კვლავ ჩნდება მოშარდვის სურვილი. პერიოდულად ვითარდება შარდის შეკავება და შარდის ბუშტის გაჭიმვა. დაავადების მესამე სტადიაში დროგამოშვებით ვლინდება შარდის უფრო მნიშვნელოვანი შეკავება და შარდის ბუშტის გაჭიმვა. ბუშტის ზედმეტად გაჭიმვის შედეგად შარდი გამოიყოფა წვეთ – წვეთობით, უნებლიედ. წინამდებარე ჯირკვლის რექტალურად გასინჯვის შედეგად ვლინდება მისი მკვრივი კონსისტენცია, გადიდება და პრიალა ზედაპირი.

წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია მკურნალობა. დაავადების საწყის სტადიაში აუცილებელია დიეტის დაცვა. აკრძალულია ცხარე, გამაღიზიანებელი საკვები, ტკბილეულობა. დაავადების მოგვიანებით სტადიაში ტარდება  შარდის ბუშტის სისტემატური კათეტერიზაცია და გამორეცხვები. ეფექტის არარსებობის შემთხვევაში ტარდება ქირურგიული მკურნალობა.


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ქირურგიული დაავადებები