ფიმოზი

ფიმოზი phimosis

ფიმოზი ჩუჩის თანდაყოლილი დაგრძელება და შევიწროება. გამოყოფენ ორ ფორმას: 1. ჰიპერტროფიული ფიმოზი – ჩუჩის თანდაყოლილი ,,ხორთუმისებრი” დაგრძელება და შევიწროება, რომლის ქვეშ ადვილად ვითარდება მორეციდივე ანთება; შარდვის დარღვევები იწვევენ მანკიერ წრეს და პრეპუციური პარკის ზომების გადიდებას; 2. ატროფიული ფიმოზი – ჩუჩის შევიწროება ასაკობრივი ატროფიის, სკლეროდერმიის ან ქრონიკული ბალანიტის დროს. წინასწარი ჰიპეტროფიის გარეშე. დიფერენციალური დიაგნოზი: პატარა ბავშვებში ჩუჩის შიგნითა ფურცლის ფიზიოლოგიური შეწებება სასქესო ასოს თავთან; არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ძალით გაცალკევება.

ფიმოზი გართულებები: ქრონიკული ბალანოპოსთიტი, პიელონეფრიტი, სასქესო ასოს კიბო, სქესობრივი აქტის დარღვევები, პარაფიმოზი.

ფიმოზი მკურნალობა – ჩუჩის გაკვეთა; პროგნოზი კეთილსაიმედოა.

პარაფიმოზი – სასქესო ასოს ჩაჭედვა რეტრაგირებული ჩუჩით.

გართულებები: სასქესო ასოს ნეკროზი.

მკუნალობა: სასქესო ასოს შეშუპების დროს ხუთწუთიანი გაცივების შემდეგ ცდილობენ მის რეპონირებას. წარუმატებლობის შემთხვევაში ნაჩვენებია ჩუჩის გაკვეთა.

ქირურგიული დაავადებები 

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.