ფრჩხილქვეშა პანარიციუმი

ფრჩხილქვეშა პანარიციუმი subungual [inguinal] panaritium

ფრჩხილქვეშა პანარიციუმი – ხშირად განპირობებულია ფრჩხილის ქვეშ მოხვედრილი უცხო სხეულებით, ფრჩხილქვეშა ჰემატომის დაჩირქებით. დიაგნოზის დადგენა რთული არ არის და ეყრდნობა შემდეგ ნიშნებს: ტკივილის სინდრომი, მტკივნეულობა პალპაციის დროს და ფრჩხილის ქვეშ ჩირქის დაგროვება.

ფრჩხილქვეშა პანარიციუმიმკურნალობა ოპერაციულია, შესაძლებელია შესრულდეს ამბულატორიულ პირობებში. ჩვეულებრივ საჭირო არ არის მთლიანი ფრჩხილის ფირფიტის მოცილება. ასეთი ოპერციული ჩარევის ჩვენებაა ,,მცურავი ფრჩხილის ფირფიტის ” სიმპტომი, ანუ ჩირქის დაგროვება ფრჩხილის მთლიანი სიბრტყის ქვეშ.

კანქვეშა პანარიციუმი წარმოადგენს თითის ჩირქოვანი დაზიანების ყველაზე ხშირ ფორმას. დამახასიათებელი სიმპტომებია ტკივილი, კანის გაწითლება, შეშუპება, ინფილტრაცია, მკვეთრი ტკივილი თითის მოხრისას. ხშირად ანთებითი პროცესი ლოკალიზებულია ფრჩხილის ფალანგზე. კონსერვატიული მკურნალობა შესაძლებელია ადრეულ სტადიაზე ქსოვილთა ჩირქოვან გალღობამდე, ლიმფანგიტის ან თითის ფუნქციის მკვეთრ შეზღუდვის განვითარებამდე. ტკივილის გაძლიერება წარმოადგენს ოპერაციის ჩვენებას. კონსერვატიული მკურნალობა: სიმშვიდე ფუნქციურ მდგომარეობაში, კიდურის შემაღლებული მდებარეობა, ჰიპერემიის გავრცელებისა და შეშუპების ყოველდღიური კონტროლი, რის გამოც არასასურველია აბაზანებისა და მაზების გამოყენება, რომლებმაც შესაძლოა შეცვალონ კანის ფერი. ნახვევების ყოველდღიური შეცვლისას გამოიყენება აბაზანები დეზინფექციური ხსნარით, რის შემდეგაც იდება ნახვევი. ანტიბიოტიკოთერაპია ინიშნება ინფექციის გავრცელებისას, ტკივილის სინდრომის პროგრესირებისას ნაჩვენებია ოპერაციული მკურნალობა.

ქირურგიული დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.