თირკმლის არტერიების სტენოზი

თირკმლის არტერიების სტენოზი – განპირობებულია თირკმლის არტერიების ფიბრომუსკულარული ან ათეროსკლეროზული ცვლილებებით, რომლებიც იწვევენ სისხლძარღვის შევიწორებასა და  თირკმლის სისხლმიმოქცევის დარღვევას. ამის შედეგად მოქმედებაში მოდის რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონული მექანიზმი, რომელიც იწვევს თირკმლისმიერ ჰიპერტენზიას.

თირკმლის არტერიების სტენოზი – სიმპტომები: მაღალი არტერიული წნევა, განსაკუთრებით დიასტოლური. ფიბრომუსკულარული ჰიპერტეზიისათვის დამახასიათებელია უეცრად განვითარებული ჰიპერტენზია, გამოხატული ტკივილით მუცლის გვერდით ნაწილებში. შემთხვევათა 30 – 50%-ში ვლინდება საკონტრასტო ნივთიერების შენელებული გამოყოფა, რადიონუკლიდური სკანირების დროს აღინიშნება სისხლმიმოქცევის დაქვეითება თირკმლის პარენქიმაში და ვენაში. აორტოგრფიითა და თირკმლის სელექციური ანგიოგრაფიით ვლინდება სისხლძარღვის შევიწროების სახე, ადგილი და ხარისხი.

თირკმლის არტერიების სტენოზი – ოპერაციის ჩვენება: არტერიის დადასტურებული სტენოზი, იუვენილური ჰიპერტეზია და დაზიანებულ თირკმელში რენინის აქტიურობის ზრდა.

თირკმლის არტერიების სტენოზი – პროგნოზი: თირკმლის არტერიის ფიბრომუსკულარული სტენოზის დროს წნევის ნორმალიზაცია აღინიშნება 80-90%-ში, ხოლო ათეროსკლეროზისა და არტერიიტის დროს – 40-50%-ში.

ქირურგიული დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

თირკმლის არტერიების სტენოზი – განპირობებულია თირკმლის არტერიების ფიბრომუსკულარული ან ათეროსკლეროზული ცვლილებებით, რომლებიც იწვევენ სისხლძარღვის შევიწორებასა და თირკმლის სისხლმიმოქცევის დაქვეითებას. ამის შედეგად მოქმედებაში მოდის რენინ – ანგიოტენზინ – ალდოსტერონული მექანიზმი, რომელიც იწვევს თირკმლისმიერ ჰიპერტენზიას. სიმპტომები: მაღალი არტერიული წნევა, განსაკუთრებით დიასტოლური. ფიბრომუსკულარული ჰიპერტეზიისათვის დამახასიათებელია ახალგაზრდა ასაკი, უეცარი ჰიპერტენზია გამოხატული ტკივილით მუცლის გვერდით ნაწილებში. შემთხვევათა 30 – 50% – ში ვლინდება საკონტრასტო ნივთიერების შენელებული გამოყოფა, რადიონუკლიდური სკანირების დროს – სისხლმიმოქცევის შემცირება თირკმლის პარენქიმაში და ვენაში. აორტოგრფიითა და თირკმლის სელექციური ანგიოგრაფიით ვლინდება სისხლძარღვის შევიწროების სახე, ლოკალიზაცია და ხარისხი.