რეინოს დაავადება

რეინოს დაავადება Raynaud’s disease

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

რეინოს დაავადება ანგიოტროფნევროზი, რომელიც მიმდინარეობს  წვრილი ტერმინალური არტერიებისა და არტერიოლების უპირატესი დაზიანებით. პროცესი ლოკალიზებულია ზედა კიდურებზე; დაზიანება ორმხრივი და სიმეტრულია; ხშირად ავადდებიან ახალგაზრდა ქალები.

რეინოს დაავადება ეტიოლოგია: ხანგრძლივი გაცივება, თითების ქრონიკული ტრავმატიზაცია, ენდოკრინული დარღვევები (ფარისებრი ჯირკვალი, სასქესო ჯირკვალები), მძიმე ემოციური სტრესები.

რეინოს დაავადება სიმპტომები: გამოყოფენ დაავადების 3 სტადიას: ანგიოსპასტიკური (ხელის 2-3 თითის ბოლო ფალანგების ან ტერფის 1-3 თითის სისხლძარღვთა ხანმოკლე სპაზმები; სპაზმი სწრაფად იცვლება სისხლძარღვთა გაფართოებით, რასაც მოჰყვება კანის გაწითლება, თითების გათბობა); ანგიოპარალიზური (მტევნებისა და თითების ციანოზური ელფერი, თითების შეშუპება და პასტოზურობა); ტროფოპარალიზური (მიდრეკლება პანარიციუმებისა და წყლულების განვითარებისადმი; საბოლოო ფალანგების რბილი ქსოვილების ზედაპირული ნეკროზის კერები, ხანგრძლივად შეუხორცებადი წყლულები).

რეინოს დაავადებადიფერენციალური დიაგნოზი ტარდება მაობლიტირებელ ენდარტერიიტთან და კიდურების სისხლმიმოქცევის დარღვევებთან, რომლებიც განპირობებულია ლავიწქვეშა არტერიის გაჭყლეტით. ამ სინდრომების დროს ადგილი აქვს ლავიწვქეშა არტერიისა და მხრის წნულის კომპრესიას, აქედან წარმოდგება სისხლძარღვოვანი და ნევროლოგიური დარღვევების სიმპტომატიკა: ტკივილი, მცივანობა, პარესთეზიები, ხელის კუნთების სისუსტე. ხელის გარკვეული მდებარეობის დროს აღინიშნება სიმპტომატიკის გაძლიერება და სისხლძარღვთა პულსაციის შემცირება მტევანზე.

რეინოს დაავადება მკურნალობა. რეინოს დაავადების მკურნალობა არის კონსერვატიული, ისევე როგორც სისხლთარღვთა მაობლიტირებელი სხვა დაავადებების; მხოლოდ მისი არაეფექტურობის შემთხვევაში ტარდება სიმპათექტომია, ხოლო ნეკროზისდროს – ნეკრექტომია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ქირურგიული დაავადებები