კუჭისა და თორმეტგოჯას პენეტრირებადი წყლული

კუჭისა და თორმეტგოჯას პენეტრირებადი წყლული penetrating ulcer

კუჭისა და თორმეტგოჯას პენეტრირებადი წყლული – წყლულის ჩაღწევა მეზობელ ორგანოებსა და ქსოვილებში. გამოყოფენ პენეტრაციის 3 სტადიას: წყლულის გაღწევა ორგანოს კედლის ყველა შრის გავლით, ფიბროზული შეხორცების სტადია და დასრულებული პენეტრაციის სტადია.

კუჭისა და თორმეტგოჯას პენეტრირებადი წყლული – კლინიკური სურათი დამოკიდებულია წყლულისა და იმ ორგანოს ლოკალიზაციაზე, რომელშიც იგი პენეტრირდება. კუჭის წყლულები ჩვეულებრივ პენეტრირდება მცირე ბადექონში, ამასთან აღინიშნება გამოხატული ტკივილის სინდრომი, რომელიც ცუდად ექვემდებარება კონსერვატიულ თერაპიას; ტკივილის კავშირი საკვების მიღებასთან მკაფიოდა არაა გამოხატული. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები ხშირად პენეტრირდებიან კუჭქვეშა ჯირკვალში; ტკივილი ირადირებს წელის არეში, აღინიშნება ჰიპერამილაზემია. წყლულის პენეტრაციამ ღვიძლ-თორმეტგოჯა იოგში შესაძლოა გამოიწვიოს მექანიკური სიყვითლის განვითარება. კუჭის წყლულები ზოგჯერ პენეტრირდებიან მუცლის კედელში (იშვიათად); კუჭის კარდიული და სუბკარდიული ნაწილის წყლულების პენეტრაცია მცირე ბადექონში ზოგჯერ განაპირობებს სტენოკარდიული ხასიათის ტკივილების წარმოქმნას. დიაგნოსტიკაში გადამწვეტი მნიშვნელობა აქვს: რენტგენოლოგიური გამოკვლევასა და ფიბროგასტროსკოპიას (ღრმა წყლულოვანი დეფექტი).

კუჭისა და თორმეტგოჯას პენეტრირებადი წყლული – გართულებები: წყლულის პერფორაცია თავისუფალ მუცლის ღრუში, დიფუზური პერიტონიტის განვითარება, პროფუზული სისხლდენა მცირე ბადექონის მსხვილი სისხლძარღვებიდან ან კუჭქვეშა – თორმეტგოჯა არტერიიდან.

კუჭისა და თორმეტგოჯას პენეტრირებადი წყლული – მკურნალობა ოპერაციულია. ითვალისწინებენ წარმოქნილი გართულებების სიმძიმესა და სიხშირეს, კონსერვატიული მკურნალობის არაეფექტურობას.

კუჭისა და თორმეტგოჯას პენეტრირებადი წყლული – პროგნოზი კეთილსაიმედოა. პროფილაქტიკა: წყლულოვანი დაავადების დროული ადეკვატური მკურნალობა.

ქირურგიული დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კუჭისა და თორმეტგოჯას პენეტრირებადი წყლული – წყლულის ჩაღწევა მეზობელ ორგანოებსა და ქსოვილებში. გამოყოფენ პენეტრაციის 3 სტადიას: წყლულის გაღწევა ორგანოს კედლის ყველა შრის გავლით, ფიბროზული შეხორცების სტადია და დასრულებული პენეტრაციის სტადია. კლინიკური სურათი დამოკიდებულია წყლულისა და ორგანოს ლოკალიზაციაზე, რომელშიც იგი პენეტრირდება.