მაობლიტირებელი თრომბანგიიტი

მაობლიტირებელი თრომბანგიიტი

მაობლიტირებელი თრომბანგიიტი (thromboangiitis obliterans, Buerger’s disease)არტერიებისა და ვენების ანთებითი სისტემური დაავადება; ხასიათდება საშუალო და წვრილი, შემდეგ კი მსხვილი სისხლძარღვების სეგმენტური ობლიტერაციითა და თრომბოზით; ვითარდება მამაკაცებში. წინასწარგანმწყობი ფაქტორებია თამბაქოს წევა, გაცივება და მოყინვა, ავტოიმუნური დაავადებები (რევმატიზმი). მორფოლოგიურად ვლინდება ანთება სისხლძარღვის სუბინტიმური პროლიფერაციითა და სანათურის შევიწროებით.

მაობლიტირებელი თრომბანგიიტი  – სიმპტომები: კიდურების სისხლმიმოქცევის უკმარისობის კლინიკური გამოვლინებები. დაახლოებით 10%-ში ადგილი აქვს ვენური სისხლძარღვების დაზიანებას, მათი თრობოზით. დაავადებას ახასიათებს ხანგრძლივი მიმდინარეობა. გამოყოფენ მიმდინარეობის ორ ფორმას: შემოსაზღვრული, რომლის დროსაც ზიანდება ერთი ან ორივე კიდურის არტერიები, ახასიათებს პროგრესირება, და გენერალიზებული, რომლის დროსაც ზიანდება კიდურების სისხლძარღვები, მუცლის აორტის ვისცერული ტოტები, აორტის რკალის ტოტები, კორონარული და ცერებრული არტერიები.

მაობლიტირებელი თრომბანგიიტი  – დიაგნოსტიკაში მნიშვნელობა აქვს ანამნეზს, ჩივილებს, კლინიკური გამოკვლევების მონაცემებს; ტარდება რეოგრაფია, ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია, ჩვენების მიხედვით  – ანგიოგრაფია.

მაობლიტირებელი თრომბანგიიტი  – მკურნალობა კონსერვატიულია. შემოსაზღვრული დაზიანებების დროს შესაძლებელია შუნტირება. ჩვენების მიხედვით – სიმპათექტომია, რომლის მიზანია კოლატერალური სისხლმიმოქცევის გაუმჯობესება და სისხლძარღვთა სპაზმის ლიკვიდაცია.

მაობლიტირებელი თრომბანგიიტი  – პროგნოზიარაკეთილსაიმედოა, განკურნება არ აღინიშნება.

ქირურგიული დაავადებები 

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.