მწვავე მუცელი

მწვავე მუცელი acute [burst, surgical] abdomen

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

მწვავე მუცელი კრებითი ცნება, რომელიც აერთიანებს მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე ქირურგიულ დაავადებებს, რომლებიც საჭიროებენ სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას ოპერაციული ან კონსერვატიული მკურნალობისათვის. წარმოიქნება მწვავე აპენდიციტის, პერიტონიტის, მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე ანთებითი დაავადებების, მუცელშიგა სისხლდენის, ნაწლავთა გაუვალობის, პერიტონიტის და სხვ. დროს.

მწვავე მუცელი სიმპტომები, მიმდინარეობა. მუცლის არეში ან მის რომელიმე ნაწილში მკვეთრი ტკივილების (მუდმივი ან შეტევითი) გაჩენა, გულისრევა, ღებინება. მკვეთრად არის გამოხატული მუცლის წინა კედლის კუნთების დაჭიმულობა. ხშირად აღინიშნება განავლის შეკავება, აირებზე გასვლის, ნაწლავური პერისტალტიკის არარსებობა. მუცელი პალპაციით მტკივნეულია, შოტკინ – ბლუმბერგის სიმპტომი დადებითი. შემდგომში ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა თანდათანობით უარესდება, ვლინდება გამოხატული ინტოქსიკაცია, მოუსვენრობა, სუსტი ავსების გახშირებული პულსი, კანისსიფერმკრთალე, ცივი ოფლიანობა, სახის ნაკვთების წაწვეტება (,,ჰიპოკრატეს სახე”).

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ქირურგიული დაავადებები