საძილე არტერიების ოკლუზია

საძილე არტერიების ოკლუზია carotid artery occlusion

საძილე არტერიების ოკლუზია იწვევს სისხლმიმოქცევის დარღვევას შიგნითა საძილე და ტვინის შუა არტერიის აუზში.

სიმპტომები – 1 სტადია – უსიმპტომოა, არტერიოგრაფიით ვლინდება არტერიების სტენოზი, რომლის საშიში გართულებაა თრომბოემბოლია; II სტადია – სისხლძარღვის შევიწროების მაღალი ხარისხი ინტერმისიული იშემიით, სინკოპური, რამდენიმე წუთის ხანგრძლივობის ჰემიპარეზებით, აფაზიით, სიარულისა და მგრძნობელობის დარღვევებით (ტრანზიტორული იშემიური შეტევა).

გართულებები – ტვინის წვრილი სისხლძარღვების თრომბოზი; III სტადია – არტერიებისსრული ოკლუზია, რომლებიც ვლინდება უეცარი აპოპლექსიით გონების დაკარგვასთან ერთად, აპოპლექსური ინსულტის სრული სურათით; IV სტადია – გადატანილი ინსულტის შემდეგ დარჩენილი ნევროლოგიური ნიშნები. პირველ სტადიაში ოპერაციის ჩვენება შეფარდებითია; მეორე სტადიაში აბსოლუტური და მესამე სტადიაში შეფარდებითია (მხოლოდ პირველ 6 საათში, სანამ შენარჩუნებულია გონება).

ქირურგიული დაავადებები 


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

..