ლიმფანგიტი

ლიმფანგიტი lymphangitis

ლიმფანგიტი – ლიმფური ძარღვების ანთება.

ლიმფანგიტი – სიმპტომები, მიმდინარეობა. ვლინდება ჰიპერემიული, პალპაციით მტკივნეული ზოლები, რომლებიც მიემართებიან ინფექციის პირველადი კერიდან რეგიონულ ლიმფურ კვანძებამდე; ანთებით პროცესში პრაქტიკულად ყოველთვის ჩართულია ლიმფური კვანძებიც. დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, სისხლში – ლეიკოციტოზი. დიაგნოზის დადგენა რთული არ არის, სირთულეები წარმოიქმნება ღრმა ლიმფანგიტების დროს.

დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება მიგრირებად თრომბანგიტთან, ზედაპირული ვენების თრომბოფლებიტთან.

ლიმფანგიტი – მკურნალობა – ინფექციის კერის გახსნა, სიმშვიდე, კომპრესი და ანტიბიოტიკები ფლორის მგრძნობელობის შესაბამისად.

ლიმფანგიტი – გართულებები – სეფსისი. პროგნოზი უმრავლეს შემთხვევაში კეთილსაიმედოა.

ქირურგიული დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.