ლიმფადენიტი

ლიმფადენიტი lymphadenitis

ლიმფადენიტილიმფური კვანძებიანთება, ხშირად ჩირქოვანი.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

გამომწვევია სტაფილო – და სტრეპტოკოკები, რომლებიც ლიმფანგიტის დროს ხვდებიან რეგიონალურ ლიმფურ კვაძებში. ძირითადად  ლოკალიზებულია საზარდულში და იღლიისქვეშა ფოსოში.
მწვავე ლიმფადენიტი იმის მაუწყებელია, რომ ინფექციის პირველადმა კერამ შესაძლოა გამოიწვიოს სეფსისი.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ძლიერი ტკივილის გამო ავადმყოფს კიდური აქვს იძულებით მდგომარეობაში; აღენიშნება ტემპერატურის მომატება, შეშუპება;
ზედაპირული მდებარეობის დროს ლინდება ჰიპერემია და ადგილობრივად ტემპერატურის მომატება;
მოგვიანებით – შემცივნება, ლეიკოციტოზი, ფლუქტუაცია. ხშირად ინფექციის პირველადი კერა კარგავს თავის მნიშვნელობას.

მკურნალობა

ინფექციის კერის გახსნა და სანაცია, მიკროფლორის მგრძნობელობის შესაბამისად ინიშნება ანტიბიოტიკები; კიდური უნდა იმყოფებოდეს მოსვენებულ მდგომარეობაში.
ჯირკვლის ჩირქოვანი გალღობის დროს საჭიროა ჩირქგროვის გახსნა.

გართულებები

იღლიისქვეშა ლიმფადენიტის დროს შესაძლებელია სუბპექტორული ფლეგმონების წარმოქმნა; სეფსისი.

ლიმფადენიტილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ლიმფადენიტი – ლიმფური კვანძების ანთება, ხშირად ჩირქოვანი
🔍 ლიმფადენიტის სიმპტომები მოიცავს:
➡️ ტემპერატურის მომატება;
➡️ შეშუპება;
➡️ ჰიპერემია;
📌 მოგვიანებით აღინიშნება:
✔️ შემცივნება;
✔️ ლეიკოციტოზი;
✔️ ფლუქტუაცია
💉 ლიმფადენიტის მკურნალობა გულისხმობს ინფექციის კერის გახსნას და სანაციას
💊 მიკროფლორის მგრძნობელობის შესაბამისად ინიშნება ანტიბიოტიკები
👉 შეიტყვეთ მეტი ლიმფადენიტის შესახებ სტატიიდან – https://bit.ly/3zNgIuE
#ლიმფადენიტი #ლიმფურიკვანძებისანთება #ლიმფადენიტისნიშნები #ლიმფადენიტისგართულებები #ლიმფადენიტისსიმპტომები #რაარისლიმფადენიტი #ლიმფადენიტისმკურნალობა #მწვაველიმფადენიტი #სეფსისი #შეშუპება #ჰიპერემია #ლეიკოციტოზი #ფლუქტრუაცია #ლიმფანგინიტი #ლიმფურიკვანძებისანთება #ლიმფადენიტისმიზეზები #ლიმფურიკვანძებისშეშუპება #წონისკლება #ცხელება #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

ქირურგიული დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ლიმფადენიტი – (ქირურგ.) ლიმფური კვანძების ანთება. გამომწვევებია სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, რომლებიც ვრცელდებიან ლიმფური გზების ახლოს განლაგებული ანთებითი კერებიდან.
სიმპტომები, მიმდინარეობა – ტკივილი ანთებითი ლიმფური კვანძის მიდამოში, შესიება, კანის სიწითლე. პალპაციით ისინჯება გადიდებული, ოვალური ფორმის, მტკივნეული, ერთეული ან მრავლობითი კვანძები. ადრე დაწყებული მკურნალობის და ძირითადი კერის ლიკვიდაციის შემდეგ პროცესი სწრაფად უკუვითარდება.
შედარებით მძიმე შემთხვევებში აღინიშნება ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომები: ტემპერატურის მომატება, ცხელებითი მდგომარეობა, მძიმე ზოგადი მდგომარეობა, ხოლო ადგილობრივად ვითარდება აბსცესი ან ფლეგმონა.
მკურნალობა – წოლითი რეჟიმი, ადგილობრივი სათბურა, მალამოს კომპრესები და ა.შ. ანთებითი კვანძის ჩირქოვანი გალხობის ან ფლეგმონის განვითარების შემთხვევაში ნაჩვენებია ოპერაცია – გახსნა შემდგომი მკურნალობით (ასევე აბსცესის შემთხვევაში).

ბმულები: თურმანიძის ანტისეპტიკური მალამო