კიდურების სისხლძარღვების მწვავე ოკლუზია

კიდურების სისხლძარღვების მწვავე ოკლუზია

კიდურების სისხლძარღვების მწვავე ოკლუზია – სიმპტომები, მიმდინარეობა, გართულებები, დიაგნოზი, მკურნალობა >>>

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

კიდურების სისხლძარღვების მწვავე ოკლუზია – განპირობებულია სისხლძარღვთა ემბოლიით ან თრომბოზით. ვლინდება უეცრად განვითარებული ტკივილით კიდურში (75 – 80%). ტკივილი შესაძლოა არ გამოვლინდეს იმ შეთხვევაში, როდესაც სწრაფად ვითარდება სრული ანესთეზია. საწყის სტადიაში კანის სიფერმკრთალე იცვლება ციანოზით; კანის ტემპერატურა მკვეთრად  ქვეითდება. ეს არის მნიშვნელოვანი ნიშანი კიდურის სისხლმომარაგების შემცირების ხარისხის განსასაზღვრავად. დამბლა და პარესთეზია (ან ანესთეზია) მნიშვნელოვანია იშემიის სიმძიმის დასადგენად, ვინაიდან პერიფერიული ნერვების დაბოლოებები ძალზე მგრძნობიარენი არიან ანოქსიის მიმართ. დამბლისა და პარესთეზიის დროს, როგორც წესი, ვითარდება განგრენა, და პირიქით, თუკი კიდურის მამოძრავებელი და მგრძნობელობითი ფუნქცია შენარჩუნებულია, მიუხედავად იშემიის ნიშნების არსებობისა, განგრენები არ ვლინდება.

კიდურების სისხლძარღვების მწვავე ოკლუზიადიაგნოზს ადასტურებს პულსის არარსებობა და საშუალებას იძლევა დადგინდეს ოკლუზიის ადგილი. კიდურის შეშუპების დროს პულსის არარსებობა შეიძლება განისაზღვროს ულტრაბგერითი დოპლეროგრაფიით. განასხვავებენ დაზიანებული კიდურის იშემიის 3 ხარისხს: Iა ხარისხის დროს წარმოიქმნება გაბუჟება, გაცივების, პარესთეზიების გრძნობა; Iბ ხარისხის დროს – ტკივილი; II ხარისხის იშემიის დროს ადგილი აქვს კიდურის სახსრებში მოძრაობისა და მგრძნობელობის დარღვევებს. III ხარისხის იშემია ხასიათდება დაწყებითი ნეკრობიოზური მოვლენებით – სუბფასციური შეშუპებით IIIა ხარისხის დროს და კუნთოვანი კონტრაქტურით IIIბ ხარისხის დროს. იშემიის საბოლოო შედეგია კიდურის განგრენა. პათოლოგიური პროცესის ხასიათზე და ხანგრძლივობაზე, ასევე კოლატერალური სისხლმიმოქცევის მდგომარეობაზე ყველაზე მეტ ინფორმაციას იძლევა ანგიოგრაფია.

კიდურების სისხლძარღვების მწვავე ოკლუზიამკურნალობა. შოკის საწინააღმდეგო საშუალებები, კიდურის ქვევით მდებარეობა, პლაზმაფერეზი დიდი რაოდენობით ახლადგაყინული პლაზმის შეყვანით, მოგვიანებით – ჰეპარინი, თრომბწარმოქმნის ინტენსივის შესამცირებლად. ოპერაციული ჩარევა მიზანშეწონილია ჩატარდეს დაავადების დაწყებიდან პირველ 6 საათში: ტარდება არტერიოტომია და ემბოლის ამოკვეთით; არტერიული თრომბოზის დროს ტარდება თრომბექტომია. ოპერაციის შემდეგ ემბოლიისა და რეტროთრომბოზის რეციდივის შესამცირებლად ნაჩვენებია ჰეპარინოთერაპია და კარდიალური პათოლოგიის მკურნალობა. III ხარისხის იშემიის დროს ოპერაციის ჩატარება სისხლძარღვებზე უკუნაჩვენებია. მუხლის ან იდაყვის სახსრის დისტალურად არტერიული სისხლძარღვების ემბოლიისას ნაჩვენებია კონსერვატიული თერაპია: სპაზმოლიტიკები, დეზაგრეგანტები, ჰეპარინი. პროგნოზი დამოკიდებულია დროულად ჩატარებულ ოპერაციულ ჩარევაზე და სისხლძარღვის ცვლილების ხასიათზე. დროული ოპერაციისა და სისხლძარღვის კედლის კარგი მდგომარეობის დროს კიდურში სისხლმიმოქცების აღდგენა აღინიშნება შემთხვევათა  96%-ში.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ქირურგიული დაავადებები