ვარიკოზულად გაფართოებული ვენები

ვარიკოზულად გაფართოებული ვენები varix dilatation

ვარიკოზულად გაფართოებული ვენები კუჭ-ნაწლავისმიერი  სისხლდენის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია საყლაპავისა და კარდიის ვარიკოზულად გაფართოებული ვენები. სისხლდენის განვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს წნევის მკვეთრ მომატებას გაფართოებულ ვენებში, ასევე   ვარიკოზული კვანძების მფარავი ლორწოვანი გარსების ეროზიებს. ვარიკოზული ვენებიდან სისხლდენაზე ეჭვის დროს საჭიროა ღვიძლის ციროზის კლინიკური ნიშნების ძიება: კანისა და ლორწოვანი გარსების იქტერულობა, ასციტი, ტელეანგიექტაზიები, მკერდზე თმის დაცვენა, გინეკომასტია, სათესლეებიატროფია მამაკაცებში, ღვიძლის გადიდება, სპლენომეგალია ჰიპერსპლენიზმის ნიშნებით.

პორტული ჰიპერტენზიის ნიშანია მუცლის კედლის კანქვეშა ვენების გაფართოება ,,მედუზას თავის” სახით, გამოხატული ბუასილი. როდესაც სისხლდენის წყარო ვერ დგინდება, გარდა ანტიშოკური ღონისძიებებისა, ტარდება მიზეზების დაზუსტება გასტროსკოპიის საშუალებით. ციროზის დროს შემთხვევათა 10%-ში სისხლდენის მიზეზი შეიძლება იყოს დუოდენური წყლული. თუკი სისხლდენის შეჩერება მოხერხდა, აუცილებელია ავადმყოფის გამოკვლევა პორტოკავალური შუნტირების ჩასატარებლად. რეციდივის ან გახანგრძლივებული სისხლდენის დროს ნაჩვენებია ლაპარატომია. პროგოზი ცუდია; ავადმყოფები იღუპებიან განმეორებითი სისხლდენებით ან ღვიძლისუკმარისობით.

ქირურგიული დაავადებები 

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ვარიკოზულად გაფართოებული ვენები – საყლაპავისა და კარდიის ვარიკოზულად გაფართოებული ვენები წარმოადგენს ხშირ მიზეზს კუჭ – ნაწლავიდან სისხლდენისა. სისხლდენის განვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს წნევის მკვეთრ მომატებას გაფართოებულ ვენებში, ასევე ლორწოვანი გარსების ეროზიებს, რომლებიც ფარავენ ვარიკოზულ კვანძებს. ვარიკოზული ვენებიდან სისხლდენაზე ეჭვის დროს საჭიროა ღვიძლის ციროზის კლინიკური ნიშნების ძიება: კანისა და ლორწოვანი გარსების იქტერულობა, ასციტი, ტელეანგიექტაზიები, მკერდზე თმის დაცვენა, გინეკომასტია, სათესლეების ატროფია მამაკაცებში, ღვიძლის გადიდება, სპლენომეგალია ჰიპერსპლენიზმის ნიშნებით. პორტული ჰიპერტენზიის ნიშანია მუცლის კედლის კანქვეშა ვენების გაფართოება ,,მედუზას თავის” სახით, გამოხატული ჰემოროი.

.