კრონის დაავადება

კრონის დაავადება Crohn’s disease

კრონის დაავადებაკრონის დაავადება – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის არასპეციფიკური ანთებითი დაზიანება; ხასიათდება ანთებითი ინფილტრატებისა და ღრმა წყლულების წარმოქმნით, რომლებიც რთულდებიან პერფორაციებით, ასევე გარეთა და შიგნითა ფისტულების წარმოქმნით, სისხლდენითა და სხვ.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

დადგენილი არ არის. კრონის დაავადება ვლინდება გრანულომატოზური კოლიტის სახით. მსხვილ ნაწლავში გრანულომატოზური ანთებისა და წყლულოვანი კერების წარმოქმნა იწვევს ორგანიზმის ინტოქსიკაციას, ფაღარათს, გამოფიტვას, ნაწლავებიდან სისხლდენას, ანემიას, დისპროტეინემიას, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევასა და სეპტიკური ხასიათის გართულებებს.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ლოკალური დაზიანებების დროს, რომელიც ყველაზე უფრო ხშირად ვითარდება ილეოცეკალურ არეში, აღინიშნება საერთო სისუსტე, ტემპერატურის მომატება სუბფებრილურ ციფრებამდე. პალპაციით ისინჯება ინფილტრატი მუცლის მარჯვენა ნახევარში. არც თუ იშვიათად დაავადება იწყება მწვავედ და კლინიკურად მსგავსია მწვავე აპენდიციტისა;
ზოგჯერ კი დიაგნოსტირდება ოპერაციის დროს (ვლინდება ტერმინალური ილეიტი ან ილეოკოლიტი).
შემდგომში ამ ზონაში ჩნდება შიგნითა ან გარეთა ფისტულა. შედარებით გავრცელებულია მსხვილი ნაწლავის სეგმენტური დაზიანებები, რომლებიც მიმდინარეობენ მძიმედ და სიმპტომატიკისა და მიმდინარეობის მიხედვით მოგვაგონებენ არასპეციფიკურ წყლულოვან კოლიტს.
ამასთან გრანულომატოზური კოლიტის დროს სწორი ნაწლავი შედარებით იშვიათად ზიანდება, ვიდრე მსხვილი ნაწლავის სხვა ნაწილები. ხშირია შიგნითა და გარეთა ფისტულები, ღრმა ანალური ნახეთქები.

დიაგნოსტიკა

დიფერენციალური დიაგნოზის გატარებისას მნიშვნელობა აქვს რენტგენოლოგიურ მონაცემებს, რექტო – რომანო – და კოლონოსკოპიასა და ბიოფსიას (ღრმა პლაზმოლიმფოციტული ინფილტრაცია, სარკოიდული გრანულომები).

მკურნალობა

მკურნალობა კონსერვატიულია, ძირითადად ისეთივე, როგორიც  არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის დროს. მისი არაეფექტურობისა და მძიმე გართულებების დროს (პერფორაცია, სისხლდენა, ტოქსიკური დილატაცია, ნაწლავური გაუვალობა) ნაჩვენებია ქირურგიული ჩარევა, რომელიც მიმართულია დაზიანებული ნაწილების ლიკვიდაციისაკენ.

პროგნოზი

მძიმეა, გახანგრძლივებული პროგრესირებადი მიმდინარეობის გამო. რადიკალური ოპერაციის შემდეგ შესაძლებელია ხანგრძლივი რემისია.


კრონის დაავადება – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 კრონის დაავადება – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის არასპეციფიკური ანთებითი დაზიანება, რომელიც ხასიათდება:
➡ ანთებითი ინფილტრატებისა და ღრმა წყლულების წარმოქმნით;
რომლებიც რთულდებიან პერფორაციებით;
➡ გარეთა და შიგნითა ფისტულების წარმოქმნით;

➡ სისხლდენით
📌 კრონის დაავადება ვლინდება გრანულომატოზური კოლიტის სახით, რაც იწვევს:
✅ ორგანიზმის ინტოქსიკაციას;
✅ ფაღარათს;
✅ გამოფიტვას;
✅ ნაწლავებიდან სისხლდენას;
✅ ანემიას;
✅ დისპროტეინემიას;
✅ ელექტროლიტური ბალანსის დარღვევას;
✅ სეპტიკური ხასიათის გართულებებს
👉 გაიგეთ მეტი კრონის დაავადებაზე ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3SHh2lY
#კრონისდაავადება #კრონისდაავადებისსიმპტომები #კრონისდაავადებისნიშნები #კრონისდაავადებისმკურნალობა #კრონისდაავადებისდიაგნოსტიკა #რაარისკრონისდაავადება #მადისდაკარგვა #სისხლიანიგანავალი #დაღლილობა #ცხელება #პირისღრუსწყლულები #მუცლისტკივილი #წონისკლება #დიარეა #ანთებითიინფილტრატები #ღრმაწყლულები #ინტოქსიკაცია #ანემია #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

ქირურგიული დაავადებები 


ბმები:
კოლოპროქტოლოგია, ბუასილი, მწვავე ბუასილი, ქრონიკული ბუასილი, ჰემოროიდული კვანძები, ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი, ანალური ნაპრალი, ბუასილის (ჰემოროის) ნიშნები, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, პარაპროქტიტი, ანალური ქავილი, პერიანალური დერმატიტი, პროქტიტი, ბუასილის პროფილაქტიკა, ბუასილი და კვება, ბუასილი. ფიტოთერაპია, ბუასილის ქირურგიული მკურნალობა, სკლეროთერაპია, ინფრაწითელი კოაგულაცია, ლიგირება ლატექსის რგოლებით, კრიოთერაპია, ჰემოროიდექტომია, ლონგოს ოპერაცია, დეზარტერიზაცია, ჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაცია, ბუასილის სკლეროთერაპია, ბუასილი ორსულობის დროს, ბუასილი და მშობიარობა, ბუასილის (ჰემოროის) მკურნალობა ლაქტაციის პერიოდში, მწვავე პარაპროქტიტი (ახალშობილებში), ბუასილი (ჰემოროი) ბავშვებში, ბუასილი (ჰემოროი) და ანალური სექსი

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.