შარდის მწვავე შეკავება

შარდის მწვავე შეკავება წარმოიქმნება საშარდე გზების გაჭყლეტით (ადენომა ან წინამდებარე ჯირკვლის კიბო, ურეთრის ნაწიბუროვანი სტრიქტურა, პროსტატიტი), ასევე შარდის ბუშტის კუნთოვანი კედლის კუმშვადი უნარის დაქვეითებით. წინამდებარე ჯირკვლის I-II ხარისხის ადენომის დროს შარდის მწვავე შეკავებას ხელს უწყობს მენჯის ორგანოების ჰიპერემია (ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება, გადაცივება, გადაღლა, მოშარდვის ხანგრძლივად შეჩერება, მჯდომარე ან მწოლიარე მდგომარეობაში ხანგრძლივი ყოფნა), იშვიათად – შარდმდენების დანიშვნა.

ნებისმიერი ზემოთ აღნიშნულიდან იწვევს შარდის ბუშის გადაჭიმვასა და დეტრუზორის ფუნქციის მოშლას. შარდის მწვავე შეკავება არაიშვიათად წარმოადგენს ურეთრის ნაწიბუროვანი სტრიქტურის პირველ სიმპტომს. დიაგნოსტიკაში გვეხმარება დაწვრილებითი ანამნეზი. შარდის ბუშტის ნეიროგენული დისფუნქცია ასევე მიმდინარეობს ნარჩენი შარდის მატებით, თითქმის მწვავე შეკავებამდე. ნეიროგენული დისფუნქცია წარმოადგენს ზურგის ტვინიტრავმის, მცირე მენჯის ორგანოებზე ქირურგიული ჩარევის, ასევე ზოგადი გაუტკივარების, სპინური ანესთეზიის შედეგს, ასევე იმ მედიკამენტებისა, რომლებიც ზემოქმედებენ ბუშტის, ურეთრის პროქსიმალური ნაწილის ან გარეთა სფინქტერის ინერვაციაზე. ქალებში შარდის მწვავე შეკავება ვითარდება ჩვეულებრივ ნეიროგენული და ფსიქოგენური ფაქტორების შედეგად, ან გამოწვეულია სიმსივნით, ნაწიბუროვანი სტრიქტურითა და სხვ.

შარდის მწვავე შეკავება სიმპტომები, მიმდინარეობა. დამახასიათებელია ტკივილი მუცლის ქვევით, მოშარდვის სურვილი. ბოქვენის ზევით პალპაციით აღინიშნება მცირედ მტკივნეული, მსხლისებრი ფორმის, მკვრივ-ელასტიკური კონსისტენციის წარმონაქმნი. დიაგნოზი ზუსტდება შარდის ბუშტრის კათეტერიზაციით.

შარდის მწვავე შეკავება მკურნალობა. შარდის ბუშტის ერთჯერადი ან მუდმივი კათეტერიზაცია მისი ფუნქციის აღდგენამდე. შარდის მწვავე შეკავების ლიკვიდაციის შემდეგ აუცილებელია ჩატარდეს ავადმყოფის გამოკვლევა და ძირითადი დაავადების მკურნალობა, რომელმაც გამოიწვია მისი განვითარება. კათეტერიზაციის გართულება: შარდსადენის კედლის დაზიანება, მწვავე ორქოეპიდიდიმიტი, საშარდე გზების ინფექცია.

შარდის მწვავე შეკავება პროგნოზიდამოკიდებულია ძირითად დაავადებაზე.

ქირურგიული დაავადებები 


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.