პილეფლებიტი

პილეფლებიტი pylephlebitis

პილეფლებიტი კარის ვენის ტოტების სეპტიკური ფლებიტი. მწვავე დესტრუქციული აპენდიციტის გამო ჩატარებული აპენდექტომიის შემდეგ  ავადმყოფს უვითარდება უსიამოვნო შეგრძნება მუცელში, მარჯვენა თეძოს ნაწლავის არეში და ჭიპის მიდამოში; დამახასიათებელია ინტერმიტირებადი ტიპის მაღალი ტემპერატურა, გამოხატული ინტოქსიკაცია, სკლერების იქტერულობა, ზოგჯერ ჰეპატომეგალია. პალპაციით მუცელი რბილია, ზომიერად მტკივნეულია ჭიპისა და მარჯვენა ფერდქვეშა არე. რექტალური და ვაგინური გამოკვლევით პათოლოგია არ ვლინდება. სისხლის ანალიზში – მაღალი ლეიკოციტოზი ფორმულის მარცხნივ გადახრით.

პილეფლებიტი მკურნალობა კონსერვატიულია: დეზინტოქსიკაციური თერაპია, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები; პილეფლებიტი შესაძლებელია მიზეზი გახდეს სეფსისის, ღვიძლის აბსცესის განვითარებისა.

პილეფლებიტი პროგნოზიხშირად არაკეთილსაიმედოა.

ქირურგიული დაავადებები 


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.