სათესლისა და სათესლე ბაგირაკის წყალმანკი

სათესლისა და სათესლე ბაგირაკის წყალმანკი testicle and funicular hydrocele

სათესლისა და სათესლე ბაგირაკის წყალმანკი ექსუდატის ან ტრანსუდატის დაგროვება პერიტონეუმის ფურცლებს შორის. წარმოიქმნება ტრავმის, სათესლის ანთების, სათესლის სიმსივნის, ზოგჯერ კი ვარიკოცელეს შედეგად. თუკი მიზეზის გამოვლენა ვერ ხერხდება, ლაპარაკობენ იდიოპათიკურ ჰიდროცელეზე. მწვავე ჰიდროცელე ზოგჯერ წარმოიქმნება სათესლის სიმსივნის დროს – წყალმანკის პუნქციისა და სითხის ასპირაციის შემდეგ პალპაციით ადგენენ დაავადების მიზეზს.

სათესლისა და სათესლე ბაგირაკის წყალმანკი სიმპტომები, მიმდინარეობა. მკვრიველასტიკური უმტკივნეულო წარმონაქმნი, ზოგჯერ დიდი ზომების, გლუვი ზედაპირით. შესაძლებელია იყოს ცალმხრივი, ან ორმხრივი. სათესლის მკაფიოდ კონტურირება ვერ ხერხდება. წარმონაქმნის ზედა პოლუსი ჩვეულებრივ მკაფიოდ გამოიყოფა მუცლის წინა კედლიდან (განსხვავებით თიაქრისაგან). შედარებით ზუსტად დიაგნოზის დადგენა ხდება დიაფანოსკოპიით.

სათესლისა და სათესლე ბაგირაკის წყალმანკი მკურნალობა მოზრდილებში ოპერაციულია. ახალშობილებში წყალმანკი თვითნებურად გაიწოვება. პატარა ბავშვებში საკმარისია ერთჯერადი პუნქცია და შემცველობის ასპირაცია. მოზრდილებში პუნქცია და ასპირაცია ეფექტს ვერ იძლევა, ვითარდება დაავადების რეციდივი.

სათესლისა და სათესლე ბაგირაკის წყალმანკი – პროგნოზი. კეთილსაიმედოა; სიმპტომური წყალმანკის დროს დამოკიდებულია ძირითად დაავადებაზე.

ქირურგიული დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.