ცრუ ანევრიზმა

ცრუ ანევრიზმა false aneurysm

ცრუ ანევრიზმა – არტერიის გასკდომის შემდეგ (ხშირად ტრავმული გენეზის) გარემომცველ ქსოვილებში წარმოიქმნება პერივასკულური პულსირებადი ანევრიზმა.

ცრუ ანევრიზმა – სიმპტომები: შეშუპება, კანის ფერის ცვლილება და პულსაციის შეგრძნება. შესაძლებელია ახლოს მდებარე ვენური სისხლძარღვების გაჭყლეტა. ცრუ ანევრიზმა შესაძლებელია გამოიწვიოს პერიფერიული სისხლძარღვების თრომბოემბოლია, რომელიც ვლინდება პულსის უეცარი შესუსტებითა და ქსოვილთა იშემიით.

ცრუ ანევრიზმა – მკურნალობა. თუკი კოლატერალური სისხლმიმოქცევა უზრუნველყოფს კიდურების ფუნქციის შენარჩუნებას და ჭრილობაში არ არის დაჩირქება, შესაძლებელია ოპერაციული მკურნალობის დაყოვნება; ასეთ შემთხვევაში ოპერაცია ტარდება რამდენიმე კვირის შემდეგ – ჭრილობის შეხორცების შემდეგ. კიდურის პერიფერიული ნაწილის იშემიის, ჰემატომის გაგლეჯისა და გადიდების, ასევე თრომბოემბოლიური გართულებების დროს ნაჩვენებია დაუყონებლივი ოპერაცია.

ქირურგიული დაავადებები 


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.