ანევრიზმა

ანევრიზმა aneurysm

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ანევრიზმა გულის, ან სისხლძარღვის გათხელებული უბნის გამობერვა. გულის ანევრიზმა შესაძლებელია იყოს მიოკარდიუმის ინფარქტის, ათეროსკლეროზის, სიფილისისა და სხვა დაავადებების გართულება, ასევე ჭრილობის შედეგი (ტრავმული ანევრიზმა).

ანევრიზმის ფორმირებას, განსაკუთრებით თავის ტვინის სისხლძარღვებში, ხელს უწყობს სისხლძარღვის კედლის თანდაყოლილი დეფექტებიც. ანევრიზმა შესაძლებელია იყოს არტერიული, ვენური და არტერიულ – ვენური. ფორმის მიხედვით – თითისტარისებრი და პარკისებრი. გულის ანევრიზმა წარმოადგენს მიოკარდიუმის ინფარქტის ძირითად გართულებას და ჩვეულებრივ ვითარდება მარცხენაპარკუჭის კედელში. ანევრიზმის გამოვლინება დაკავშირებულია მის ლოკალიზაციაზე, ზომებზე და სხვა ფაქტორებზე. არცთუ იშვიათად, ანევრიზმა დიდი ხნის განმავლობაში შეუმჩნეველი რჩება, ამავე დროს ანევრიზმამ შესაძლებელია გამოწვიოს იმ ქსოვილთა სისხმომარაგების შეფერხება, რომლებიც დაზიანებული სისხლძარღვით იკვებებიან; დიდი ზომის ანევრიზმა აწვება ახლომდებარე ორგანოებსა და ქსოვილებს. ანევრიზმაშესაძლებელია გასკდეს და გამოიწვიოს ძლიერი სისხლდენა. ანევრიზმიანი ავადმყოფები საჭიროებენ ექიმის მეთვალყურეობასა და მკურნალობას.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ქირურგიული დაავადებები