ღვიძლის ამებური აბსცესი

ღვიძლის ამებური აბსცესი amebic abscess

ღვიძლის ამებური აბსცესი – ნაწლავის მწვავე ან მორეციდივე ამებიაზის გართულება. ამებური აბსცესები გვხვდება უპირატესად საშუალო ასაკში, ხშირად მამაკაცებში. ამებური აბსცესი არის ერთეული, დიდი ზომის, მდებარეობს მარჯვენა წილში; აბსცესის შემცველობა თხევადია, დამახასიათებელი წითელი-მოყავისფერო ფერით.

ღვიძლის ამებური აბსცესისიპტომები, მიმდინარეობა. კლინიკური სურათი თითქმის ანალოგიურია პიოგენური აბსცესისა, თუმცა ტემპერატურა შედარებით დაბალია, ვიდრე პიოგენური აბსცესების დროს, თუკი არ განვითარდა მეორადი ინფექცია. ანამნეზში არსებობს მონაცემები გადატანილი დიზენტერიის შესახებ.

ღვიძლის ამებური აბსცესიმკურნალობა. ოპერაციული მკურნალობა ნაჩვენები არ არის, სანამ ლიკვიდირებული არ იქნება დაავადების ნაწლავური ფაზა. .

ღვიძლის ამებური აბსცესიპროგნოზი. ლეტალობაშეადგენს 6 – 17%-ს და განპირობებულია გართულებების განვითარებით.

ქირურგიული დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ღვიძლის ამებური აბსცესი – ღვიძლის ენდემური დაზიანება, რომლის გამომწვევია  Entamoeba hystolitica. ამებური  აბსცესები გვხვდება უპირატესად საშუალო ასაკში, ხშირად მამაკაცებში. ამებური აბსცესი არის ერთეული, დიდი ზომის, მდებარეობს მარჯვენა წილში; აბსცესის შემცველობა თხევადია, დამახასიათებელი წითელი – მოყავისფერო ფერით. სიპტომები, მიმდინარეობა. კლინიკური სურათი თითქმის ანალოგიურია პიოგენური აბსცესისა, თუმცა ტემპერატურა რამდენადმე დაბალია, ვიდრე პიოგენური აბსცესების დროს, თუკი არ განვითარდა მეორადი ინფექცია. ანამნეზში არსებობს მონაცემები გადატანილი დიზენტერიის შესახებ. სისხლში  –  იმუნოფლუორესცენციის დადებითი ტესტი.