აქტინომიკოზი actinomycosis

 აქტინომიკოზი actinomycosis

აქტინომიკოზი სოკოვანი დაავადება, რომელიც გამოწვეულია აქტინომიცეტების სხვადასხვა სახეებით, რომლებიც საპროფიტობენ პირის ღრუში. გამომწვევია – ხშირად ვოლფ-იზრაელის აქტინომიცეტები. სოკო პათოგენური ხდება პირის ღრუში, თუკი იგი ინერგება ინფიცირებული ჭრილობებითა და ჯიბეებით დაზიანებულ ლორწოვან გარსში, განსაკუთრებით სხვა მიკრობებთან კომბინაციაში.

აქტინომიკოზი სიმპტომები, მიმდინარეობა. ხასიათდება კანის სისქეში წითელი ფერის მკვრივი ინფილტრატების წარმოქმნით; რეგიონალური ლიმფური კვანძები გადიდებული არ არის. შემდეგში ხდება ინფილტრატების აბსცენდირება და ჩირქის გაღწევა ფისტულების წარმოქმნით; ჩირქოვან გამონადენს აქვს მომწვანო ელფერი. მიკროსკოპული გამოკვლევით ვლინდება სხივისებრი სოკოები. პროცესის გავრცელება ხდება კანქვეშ, ქსოვილთა ნაპრალებით და არა ლიმფო – და ჰემატოგენურად. კლინიკური ვარიანტებია: ცერვიკულ-ფასციური ფორმა (კისერზე ლოკალიზაციით), გულმკერდისა და აბდომინური ფორმები. ცერვიკულ-ფასციური ფორმის გართულებებია: მენინგიტი, მედიასტინიტი. თორაკული ფორმების დროს შესაძლებელია ინფილტრატების ფორმირება, პროცესში ფილტვის ფესვის ჩართვით, ასევე ნეკნების დაზიანება. აბდომინური ფორმის დროს აქტინომიცეტები ხვდებიან პორტული სისტემით ღვიძლში და იწვევენ აბსცესების განვითარებას.

აქტინომიკოზი მკურნალობა. ანტიბიოტიკოთერაპია; ერთდროულად ინფილტრატებისა და აბსცესების ამოკვეთა. პროგნოზი ცერვიკულ-ფასციური ფორმის დროს,  გართულებების განვითარებამდე კეთილსაიმედოა.

ქირურგიული დაავადებები 


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.