შარპის სინდრომი

შარპის სინდრომი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

შარპის სინდრომი ხასიათდება სისტემური სკლეროდერმიის, პოლიმიოზიტისა და სისტემური წითელი მგლურას ცალკეული ნიშნების შერწყმით.

შარპის სინდრომი – ეტიოლოგია ცნობილი არ არის, ხოლო პათოგენეზის თავისებურებაა იმუნიტეტის თავისებური დარღვევა, რომელიც ვლინდება ანტისხეულების, იმუნური კომპლექსების ცირკულაციითა და Т-ლიმფოციტების იმუნორეგულატორული ფუნქციის ცვლილებებით. პათოგენეზის თავისებურებაა აგრეთვე მსხვილი სისხლძარღვების ინტიმაში პროლიფერაციული პროცესების განვითარება, რაც ვლინდება რეინოს სინდრომის ნიშებითა და ფილტვისმიერი ჰიპერტენზიით. ავადდებიან უპირატესად ქალები.

შარპის სინდრომი – სიმპტომები, მიმდინარება. დამახასიათებელია რეინოს სინდრომი, მიმდინარე მკვრივი შეშუპებით, პოლიართრიტითა და პოლიმიოზიტით, საყლაპავის ჰიპოტონიითა და გარეგანი სუნთქვის ფუნქციის მოშლით. რეინოს სინდრომი არა მხოლოდ განსაკუთრებულად ხშირი, არამედ დაავადების ყველაზე ადრეული ნიშანიც არის, რომელიც მიმდინარეობს მტევნის ფალანგების მძიმე იშემიური ნეკროზული ცვლილებების გარეშე. ხშირად იგი მიმდინარეობს მტევნების მკვრივი შეშუპებით, მაგრამ სკლეროდაქტილიაში გადასვლის გარეშე. საკმაოდ ხშირია მორეციდივე პოლიართრიტები, ეროზიული ცვლილებების განვითარებითა და რიგ ავადმყოფებში რევმატოიდული კვანძების წარმოქმნით. კუნთოვანი სინდრომი მიალგიების, კუნთების გამკვრივებისა და პროქსიმალური კუნთოვანი ჯგუფების სისუსტით აღინიშნება ავადმყოფთა 2/3-ში. ვისცერული დაზიანებიდან აღინიშნება საყლაპავის ჰიპოტონია, პირველადი ფილტვისმიერი ჰიპერტენზიისა და იშვიათად-დიფუზური გლომერულონეფრიტის განვითარება. ნერვული სისტემა ნაკლებად ზიანდება, თუმცა შესაძლოა აღინიშნოს მძიმე ასეპტური მენინგიტი, ტრიგემინიტები და სხვ. რიგ ავადმყოფებში ვითარდება ანემია, ლეიკოპენია, ასევე აღინიშნება ჰიპერგამაგლობულინემია და ანტისხეულების მაღალი ტიტრი, რასაც გარკვეული დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს. დაავადება მიმდინარეობს შედარებით კეთილთვისებიანად; ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის განვითარებისას პროგნოზი არაკეთილსაიმედოა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

რევმატული დაავადებები