დუგლასის ფოსოს აბსცესი

დუგლასის ფოსოს აბსცესი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

დუგლასის ფოსოს აბსცესი – უმეტესწილად განპირობებულია პერფორაციული აპენდიციტით, კოლინჯის დივერტიკულის პერფორაციით, იშვიათად იგი წარმოადგენს ნარჩენ ჩირქგროვას, პერიტონიტის დიფუზური ფორმების მკურნალობის დროს. იმასთან დაკავშირებით, რომ ჩირგროვას არა აქვს უშუალო კონტაქტი მუცლის წინა კედელთან, მუცლის კედლის პალპაციის დროს პათოლოგიური ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენა პრაქტიკულად შეუძლებელია. ავადმყოფები უჩივიან სიმძიმის გრძნობასა და ტკივილს მუცლის ქვედა ნაწილებში, გახშირებულ და მტკივნეულ მოშარდვას, დეფეკაციის გახშირებას, ან ფაღარათს ტენეზმებით. თითით რექტალური ან ვაგინური გამოკვლევის დროს სწორი ნაწლავის წინა კედელზე ისინჯება მტივნეული ინფილტრატი, ცენტრში გარბილებით. აუცილებელია დიფერეციალური დიაგნოზი ქალის სასქესო ორგანოების ანთებით დაავადებებთან.

დუგლასის ფოსოს აბსცესიმკურნალობა. ჩირგროვის ტრანსრექტალური ან ტრანსვაგინური გახსნა და დრენირება. პროგნოზი ერთეული მენჯისმიერი აბსცესის დროს ჩვეულებრივ კეთილსაიმედოა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ქირურგიული დაავადებები