მენისკის გაგლეჯა

მენისკის გაგლეჯა მუხლის სახსრის სახსარშიგა დაზიანება. ხშირია სპორტსმენებში ფეხბურთის თამაშის, სირბილის, ხტომების დროს.

მენისკის გაგლეჯა – სიმპტომები, მიმდინარეობა. მუხლის სახსრის განმეორებითი ბლოკადები, როდესაც მენისკის დაზიანებული ნაწილი ექცევა სასახსრე ზედაპირებს შორის. წარმოიქმნება მკვეთრი ტკივილი, სახსარში მოძრაობის შეზღუდვა, ექსუდაცია. რამდენიმე დღეში სიმპტომები გაივლის და მეორდება სახსრის შემდგომი ბლოკადის დროს. მრავალჯერადი ბლოკადის შედეგად ვითარდება მუხლის სახსრის მადეფრომირებელი ართროზი.

მენისკის გაგლეჯა – დიაგნოზი დადგენა ხდება კლინიკური სურათისა (განმეორებითი ბლოკადები) და პნევმოართროგრაფიის მონაცემებით. რენტგენოგრაფიის დახმარებით მენისკი დიფერენცირდება სახსარშიგა მოტეხილობებისაგან.

მენისკის გაგლეჯამკურნალობა ოპერაციულია – მენისკის ამოკვეთა. თაბაშირის ლონგეტის მოხსნის შემდეგ ტარდება სამკურნალო ფიზკულტურა, ბარძაყის მასაჟი, ფიზიოთერაპია. შრომისუნარიანობა აღდგება 1 – 1, 5 თვის შემდეგ. პროგნოზი დროულად ჩატარებული ოპერაციის დროს კეთილსაიმედოა.

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.