ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი (კრაშ-სინდრომი)

ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი (კრაშ-სინდრომი) crush syndrome

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი (კრაშ-სინდრომი) – სიმპტომთკოპლექსი, რომელიც წარმოიქმნება სხეულის ნაწილების გაჭყლეტის შედეგად (ხშირად კიდურების) ავარიებისა და მიწისძვრების დროს.

ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი –პათოგენეზის საფუძველია ქსოვილოვანი დაშლის ტოქსიკური პროდუქტების შეწოვა, რომლებიც წარმოიქმნებიან იშემიურ ქსოვილებში მათი სისხლმომარაგების დარღვევის შედეგად; ვითარდება მძიმე დსშ სინდრომი, რომელიც თირკმლის მილაკებში მიოგლობინის ჩალაგებასთან ერთად იწვევს თირკმელების მწვავე უკმარისობის განვითარებას.

ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი – სიმპტომები და მიმდინეობა. ზეწოლიდან განთავისუფლების შემდეგ ვითარდება ტრავმული შოკი. უკვე პირველ დღეებში წარმოიქმნება ოლიგო – ან ანურია. ვითარდება ტრავმის ადგილისა და დისტალური უბნების მკვრივი შეშუპება. შეშუპება ხელს უწყობს ქსოვილთა იშემიის პროგრესირებას. ციტოლიზის პროდუქციის რეზორბცია იწვევს ჰიპერკალიემიას. დროულად დაწყებული ინტენსიური მკურნალობით თირკმელების მწვავე უკმარისობა გაივლის 10 – 15 დღის შემდეგ. ამ დროს პროცესს უერთდება სეპტიკური და ჩირქოვანი დაზიანებები.

ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი –მკურნალობა. უშუალოდ მომხდარის ადგილზე ტარდება შოკის საწინააღმდეგო ღონისძიებები – ვენის პუნქცია და რეოპოლიგლუკინის, ნარკოტიკების შეყვანა. გაჭყლეტილ კიდურს ახვევენ ელასტიკურ ბინტს, რაც ამცირებს სისხლმიმოქცევაში ტოქსიკური ნივთიერებების მოხვედრას. ტრანსპორტირების დროს საჭიროა კიდურის იმობილიზაცია. ჰოსპიტალიზაცია სრულდება სასწრაფო წესით. მკურნალობა ტარდება ინტენსიური თერაპიის პალატაში, ან რეანიმაციულ განყოფილებაში. დიურეზის შემცირებისას დღეში 600 მლ-ზე ქვევით, ტარდება ჰემოდიალიზი. ტარდება ასევე ჰიპერბარული ოქსიგენაციის სეანსები დღეში 1-2-ჯერ. დაჭიმული შეშუპებისას, რომელიც აღრმავებს კიდურის შემდგომ იშემიას და იწვევს ნეკროზის კერების მომატებას, ტარდება ფასციოტომიის ოპერაცია; განგრენის განვითარების შემთხვევაში სრულდება ნეკრექტომია ან ამპუტაცია.

ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი –პროგნოზი დროულად და სწორად ჩატარებული მკურნალობის დროს კეთილსაიმედოა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები