მემკვიდრეობითი ნეიტროპენიები

მემკვიდრეობითი ნეიტროპენიები hypogranulocytosis

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

მემკვიდრეობითი ნეიტროპენიები – მემკვიდრეობითი დაავადებების ჯგუფი; ხასიათდება სისხლში ნეიტროფილების თითქმის სრული არარსებობით, რომელიც ვლინდება მუდმივად (მუდმივი ნეიტროპენიები) ან გარკვეული დროის შემდეგ (პერიოდული ნეიტროპენიები). დაავადება გადაეცემა რეცესიულად.

კლინიკური სურათი: მიდრეკილება  ინფექციებისადმი (როგორც წესი სტაფილოკოკური), მძიმე ალვეოლური პიორეა ბავშვობიდან (კბილების გაშიშვლებული ფესვები, მათი მორყევა და დაცვენა). დაავადების პერიოდული ფორმის დროს ცხელება და  ინფექციები მკაცრად პერიოდულია და შეესაბამება ნეიტროპენიის დღეებს. სისხლში თითქმის სრულებით არ არის ნეიტროფილები, მომატებულია ეოზინოფილებისა და მონოციტების რიცხვი. პერიოდული ფორმის დროს ეს ცვლილებები გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში და წარმოიქმნება დროის მკაცრად გარკვეული მონაკვეთების შემდეგ. ანემიები, თრომბოციტოპენიები არ ვლინდება; ძვლის ტვინში – ნეიტროფილების მომწიფების ჩავარდნა პრომიელოციტის სტადიაზე (იშვიათად მიელოციტის), მონოციტოზი (ბავშვებში ხშირია მრავალი პრომონოციტები), ეოზინოფილია.

მკურნალობა: ინფექციური გართულებების დროს ნაჩვენებია ანტიბიოტიკები, ალვეოლარული პიორეის უწყვეტი თერაპია.

პროგნოზი. ინფექციის ლიკვიდაცია საშუალებას იძლევა შენარჩუნდეს ავადმყოფი ბავშვების სიცოცხლე; წლების განმავლობაში დაავადების სიმძიმე კლებულობს. პროფილაქტიკა. პერიოდული ფორმის დროს ინიშნება ანტიბიოტიკები კრიზამდე, რაც საშუალებას იძლევა მკვეთრად შესუსტდეს ინფექციისსიმძიმე.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სისხლის სისტემის დაავადებები