სიელმე

სიელმე ერთ – ერთი თვალის მხედველობის ღერძის გადახრა ფიქსაციის წერტილიდან. განასხვავებენ პარალიზურ სიელმეს, რომელიც გამოწვეულია თვალის კუნთების მაინერვირებელი ნერვების დაზიანებით, და შუღლებული სიელმე, რომლის მიზეზია ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები, ზოგადი ინფექციები და ინტოქსიკაციები, ფსიქიკური ტრავმები, ამეტროპია, მხედველობის მკვეთრი დაქვეითება ან სიბრმავე ერთ – ერთ თვალზე. აღნიშნული ფაქტორების ზემოქმედების გამო ზიანდება მხედველობის ანალიზატორის სხვადასხვა ნაწილები და სენსორულ – მამოძრავებელი კავშირები, რომელზედაცაა დამოკიდებული ბინოკულარული მხედველობა, რაც იწვევს მის დარღვევას ან ხელს უშლის მის ფორმირებას.

შეუღლებული სიელმე ვითარდება ადრეული ასაკის ბავშვებში. თვალის მხედველობის ღერძი გადახრილია საგნიდან, რომელიც ფიქსირებულია მეორე თვალით. გაორება, როგორც წესი არ აღინიშნება. ბინოკულარული მხედველობა არ არსებობს. მხედველობის ველში წარმოიქმნება ფუნქციური სკოტომა. ორივე თვალი (როგორც დაზიანებული ასევე ფიქსირებადი) ასრულებენ დაახლოებით ერთნაირი მოცულობის მოძრაობებს. ეს მოძრაობები ყველა მიმართულებით შეზღუდული არ არის, ან შეზღუდულია მცირედ. მხედველობის სიმახვილე ელამ თვალში დაქვეითებულია.

პარალიზური სიელმე გამოირჩევა შეუღლებული დიპლოპიისაგან თვალის მოძრაობის მკვეთრი შეზღუდვით ან სრული უმოძრაობით პარალიზებული კუნთის მხარეზე.

სიელმესიელმე – მკურნალობა

სათვალეების დანიშვნა ამეტროპიის დროს. მხედველობის დაქვეითებისას ერთ თვალზე – ამბლიოპიის მკურნალობა. თუკი შეუღლებული სიელმის დროს სათვალის მუდმივი ტარება 6 – 12 თვის მანძილზე არ ხსნის თვალის გადახრას, ნაჩვენებია ოპერაცია. პარალიზური სიელმის მკურნალობა ქირურგიულია.

სიელმე – პროგნოზი

მკურნალობა, როგორც წესი, იწვევს თვალების სიმეტრიულ მდებარეობას. ბინოკულარული მხედველობა აღდგება შედარებით იშვიათად.

პროფილატიკა

პროფილაქტიკითვის საჭიროა ძალიან ახლო მანძილებზე მუშაობის შეზღუდვა.
ბავშვებში ამეტროპიის დროს – სათვალეების დროული დანიშვნა და მუდმივი ტარება.

სოფია კიკნაძის FB პრეზენტაცია: 

სიელმის ფორმები:
  • თანხვედრილი (თვალი მიმართულია ცხვირის ხიდთან უფრო ახლოს);
  • განსხვავებული (თვალი მიმართულია პერიფერიისკენ)
  • ვერტიკალური (თვალი უყურებს ზევით ან ქვევით);
  • შერეული (არსებობს დაავადების რამდენიმე ფორმის ნიშნები ერთდროულად).

გამოგვყევით სოც.ქსელებში

ლიტერატურაწყაროებიგაფრთხილება
  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.