სკლერიტი, ეპისკლერიტი

სკლერიტი, ეპისკლერიტი scleritis, episcleritis

სკლერიტის მიმიდინარეობა ხანგრძლივია – მრავალი თვე, ზოგჯერ წლები. მის შემდეგ რჩება სკლერის ატროფიული უბნები, რომლებიც თვალშიგა წნევის გავლენით შესაძლებელია გადაიჭიმონ და გამოიზნიქონ >>>>

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

სკლერიტი, ეპისკლერიტი სკლერისა და ეპისკლერის ანთება რევმატიზმის, ტუბერკულოზის, იშვიათად სიფილისის, მწვავე ინფექციური დაავადებების დროს. სკლერაზე ანთება ვრცელდება სისხლძარღვოვანი ტრაქტიდან, პირველ რიგში ცილიარული სხეულიდან.

სკლერიტი, ეპისკლერიტი სიმპტომები. წინა სკლერიტი ორმხრივია. დასაწყისი ნელი ან ქვემწვავეა. თვალის ლიმბსა და ეკვატორს შორის ვლინდება შემოსაზღვრული შეშუპება და ჰიპერემია მოცისფერო ელფერით. პალპაციით ვლინდება მკვეთრი მტკივნეულობა. მძიმე შემთხვევებში ანთების კერები მოიცავს მთელ პერიკორნეალურ არეს. შესაძლებელია პროცესის გავრცელება რქოვანაზე და გართულებები ირიდოციკლიტის, მინისებური სხეულის შემღვრევის, მეორადი გლაუკომის სახით. პროცესის მიმიდნარეობა ხანგრძლივია – მრავალი თვე, ზოგჯერ წლები. მის შემდეგ რჩება სკლერის ატროფიული უბნები, რომლებიც თვალშიგა წნევის გავლენით შესაძლებელია გადაიჭიმონ და გამოიზნიქონ (სკლერის ექტაზია და სტაფილომები).

წინა სკლერიტის სახესხვაობას წარმოადგენს სკლეროკერატიტი ინფილტრაციით ლიმბის არეში და პროცესში რქოვანას ჩართვით. უკანა სკლერიტის დროს აღინიშნება ტკივილი თვალის მოძრაობის დროს, მოძრაობის შეზღუდვა, ქუთუთოებისა და კონიუნქტივის შეშუპება, მსუბუქი ეგზოფთალმი. ეპისკლერიტი ხასიათდება ლიმბთან ჰიპერემიული კვანძების ახალ ადგილებზე მრგვალი ფორმის (კვანძოივანი ეპისკერიტი) ან ბრტყელი ჰიპერემიული კერების გაჩენით, რომელიც წარმოიქმნება ხან ერთ, ხან მეორე თვალზე (მიგრირებადი ეპისკლერიტი). სკლერიტი გამოირჩევა ეპისკლერიტისაგან პროცესის სიმძიმით და მასში სისლხძარღვოვანი ტრაქტის ჩართვით. კვანძოვანი ეპისკლერიტი მოგვაგონებს ფლიქტენებს და გამოირჩევა მათგან ხანგრძლივი მიმდინარეობით და კვანძთან მიმავალი სისხლძარღვების არარსებობით.

სკლერიტი, ეპისკლერიტი მკურნალობა – ძირითადი დაავადების, რომელიც იწვევს სკლერიტს ან ეპისკლერიტს. გამაღიზიანებლების მოხსნა, რომლებიც იწვევენ ალერგიული რეაქციას.   პროგნოზი ეპისკლერიტის დროს კეთილსაიმედოა. სკლერიტით დაავადებულებში პროგნოზი დამოკიდებულია პროცესში რქოვანასა და თვალის შიგა გარსების ჩართვის ხარისხზე, ასევე დროულად ჩატარებულ მკურნალობაზე.


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

თვალის დაავადებები