ირიტი

ირიტი – ფერადი გარსის ან ფერადი გარსისა და ცილიარული სხეულის ანთება (ირიდოციკლიტი).

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ირიტი – ეტიოლოგია:

ტუბერკულოზი, ტოქსოპლაზმოზი, რევმატიზმი, გრიპი, სიფილისი, ლეპტოსპიროზი, ბრუცელოზი, გონოკოკური ინფექცია, ნივთიერებათა ცვლის დაავადებები, ფოკალური ინფექციები, თვალის ჭრილობები, ოპერაციები თვალის კაკალზე, ჩირქოვანი პროცესები რქოვან გარსზე.ირიტი

პათოგენეზი

გამომწვევის ან მისი ტოქსინების ზემოქმედება უვეალური ტრაქტის წინა ნაწილზე; სენსიბილიზირებულ მდგომარეობაში მყოფი ფერადი გარსისა და ცილიარული სხეულის რეაქცია მიკრობულ ან ავტოიმუნური ანტიგენის მოქმედებაზე. დაავადება, როგორც წესი, მიმდინარეობს ირიდოციკლიტის სახით. ფერადი გარსის იზოლირებული დაზიანება გვხვდება ძალზე იშვიათად.

ირიტი – სიმპტომები.

  • ტკივილი, რომელიც ძლიერდება თვალის პალპაციისას;
  • თვალის კაკლის პერიკორნეალური ან შერეული ინიექცია. ფერადი გარსი შეშუპებულია, მომწვანო ფერისაა, მისი სურათი არამკაფიოა;
  • გუგა შევიწროებულია, სინათლეზე რეაქცია შენელებულია.
  • ფერადი გარსის ზედაპირზე და რქოვანას უკანა ზედაპირზე აღინიშნება ექსუდატის ჩალაგება – პრეციპიტატები. წინა კამერის ნამი არაიშვიათად მღვრიეა, მის ფსკერზე წარმოიქმნება ჩირქოვანი უჯრედების გროვა (ჰიპოპიონ – ირიტი). ზოგჯერ ვლინდება სისხლჩაქცევები ფერადი გარსის ზედაპირზე და სისხლის დალექვა კამერის ფსკერზე ჰიფემის სახით. ფერადი გარსის გუგის ნაპირსა და ბროლის წინა კაფსულას შორის წარმოიქმნება შეხორცებები – სინექიები.
  • ირიდოციკლიტის მიმდინარეობა შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. მწვავე ფორმების ხანგრძლივობა 3 – 6 კვირამდეა, ქრონიკულისა – რამდენიმე თვე, რეციდივებისაკენ მიდრეკილებით, განსაკუთრებით წლის ცივ პერიოდებში. თვალის გარდამტეხი გარემოს ცლილებების დროს მხედველობის სიმახვილე ქვეითდება.

დიფერენციალური დიაგნოზი.

მწვავე ირიდოციკლიტი განსხვავდება მწვავე კონიუნქტივისაგან გამონადენის არარსებობით, თვალის კაკლის პერიკორნეალური ინექციის არსებობით, ფერადი გარსის, გუგის ცვლილებებით. მნიშვნელოვანია მწვავე ირიდოციკლიტის განსხვავება გლაუკომის მწვავე შეტევისაგან, რომლის დროსაც თვალშიგა წნევა მომატებულია, რქოვანა შემღვრეულია, შეშუპებულია, ადგილი აქვს შეგუბებით და არა ანთებით სისხლძარღვთა ინიექციას, გუგა გაფართოებულია, ტკივილი ლოკალიზდება არა თვითონ თვალში, არამედ თავის შესაბამის ნახევარში.

მკურნალობა

მიმართულია ძირითადი დაავადებისაკენ, რამაც გამოიწვია ირიდოციკლიტი.

 პროგნოზი

მწვავე ფორმები მთავრდება ჩვეულებრივ 3 – 6 კვირის განმავლობაში, ქრონიკული ფორმები გრძელდება რამდენიმე თვე; დამახასითებელია რეციდივები, განსაკუთრებით წლის ცივ პერიოდებში. მხედველობის სიმახვილის დაქვეითება დამოკიდებულია პროცესის სიმძიმეზე.

 

სოფია კიკნაძის FB პრეზენტაცია:

ირიტი და ირიდოციკლიტი: სიმპტომები –
  • თვალის სიწითლე, ტკივილი პალპაციით;
  • ირისის შეშუპება;
  • ადჰეზიების წარმოქმნა;
  • თვალის კაკლის (ცილიარული) იასამნისფერი-ვარდისფერი შეფერილობა.
გაიგეთ ვრცლად ირიტის გამომწვევ მიზეზებზე, მკურნალობასა და პროფილაქტიკაზე ამ სტატიაში: 👇

გამოგვყევით Facebook-ზე: https://www.facebook.com/Medgeo.Nett/posts/5176217389093710


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

თვალის დაავადებები

თვალი