შორსმხედველობა (ჰიპერმეტროპია)

შორსმხედველობა (ჰიპერმეტროპია) hyperopia

სკოლამდელ ასაკში აუცილებელია მუდმივი კორექცია ლინზებით, ჰიპერმეტროპიის მცირე ხარისხის დროსაც კი. სკოლის მოსწავლეებსა და მოზრდილებში ჰიპერმეტროპიის მაღალი ხარისხის დროს ინიშნება სათვალეები ახლო მანძილებზე მუშაობისათვის, ხოლო მაღალი ხარისხის დროს – ინიშნება მუდმივი ტარება >>>

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

შორსმხედველობა (ჰიპერმეტროპია) ამეტროპიის სახე, რომლის დროსაც შორს მყოფი საგნებიდან მომავალი პარალელული სხივები ერთდებიან ბადურის უკან. სუსტი ხარისხის (3 დპტრ) შორსმხედველობა წარმოადგენს ნორმალურ რეფრაქციას. საშუალო ხარისხის (3,5 – 6 დპტრ) და მაღალი ხარისხის (6 დპტრ-ზე ზევით) შორსმხედველობა განიხილება როგორც თვალის კაკლის ზრდის შეფერხების შედეგი, რომლის მიზეზი ცნობილი არ არის. მხედველობის დაქვეითება ჩვეულებრივ აღინიშნება მხოლოდ საშუალო და, განსაკუთრებით მღალი ხარისხის შორსმხედველობის დროს. მხედველობა უმჯობესდება თვალთან დადებითი ლინზების მოთავსებით. მოზრდილებში ჰიპერმეტროპიის ხარისხი ჩვეულებრივ არ იცვლება, მაგრამ მხედველობა, განსაკუთრებით ახლო მანძილებზე ასაკთან ერთად უარესდება, აკომოდაციის შესუსტებასთან დაკავშირებით.

შორსმხედველობა (ჰიპერმეტროპია) –  მკურნალობა. სკოლამდელ ასაკში აუცილებელია მუდმივი კორექცია ლინზებით, ჰიპერმეტროპიის მცირე ხარისხის დროსაც კი. სკოლის მოსწავლეებსა და მოზრდილებში ჰიპერმეტროპიის მაღალი ხარისხის დროს ინიშნება სათვალეები ახლო მანძილებზე მუშაობისათვის, ხოლო მაღალი ხარისხის დროს – ინიშნება მუდმივი ტარება. სწორი ოპტიკური კორექციის დროს მხედველობა შენარჩუნებულია.

გადასვლა >>>> თვალის დაავადებები

_______________________________________

.

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

..