კატარაქტა

კატარაქტა cataract
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია

კატარაქტა – ბროლის ნივთიერების ან კაფსულის შემღვრევა.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, ტოქსიკური და რადიაციული ზემოქმედებები, მემკვიდრეობითი ფაქტორი, ტრავმა, თვალის შიგნითა გარსების დაავადებები.

სიმპტომები, მიმდინარეობა

სიმპტომები მრავალფეროვანია: მხედველობის მეტ – ნაკლებად მნიშვნელოვანი დაქვეითება; შემღვრევის დიდი ინტენსივობის შემთხვევაში შენარჩუნებულია მხოლოდ სინათლის აღქმა. ხშირად ზიანდება ორივე თვალი. გუგის მიდამოში მოჩანს ბროლის ნაწილობრივი ან სრული შემღვრევა. არც თუ იშვიათად აღინიშნება ნისტაგმი.
განასხვავებენ თანდაყოლილ და შეძენილ კატარაქტებს, არაპროგრესირებად და პროგრესირებად ფორმებს. თანდაყოლილი კატარაქტები ჩვეულებრივ არ პროგრესირებს. შემღვრევის ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ კაფსულურ, ქერქოვან, ფენოვან, ბირთვოვან და სრულ კატარაქტებს.
კატარაქტის საწყის სტადიებში ნაზი შემღვრევა შესაძლოა გამოვლინდეს მხოლოდ ბიომიკროსკოპიით. კატარაქტის დროს გუგის მიდამო მორუხო, მორუხო – თეთრი, ან რძისფერი – თეთრია. მხედველობის დაქვეითების ხარისხი დამოკიდებულია შემღვრევის ინტენსივობაზე.

შეძენილი კატარაქტები

შეძენილი კატარაქტები როგორც წესი არიან პროგრესირებადნი, ვითარდებიან ზოგადი დაავადებებისა და ინტოქსიკაციების, სხივური ენერგიის ზემოქმედების დროს, ბროლის ტრამვების შემდეგ, მოხუცებულობით ასაკში. კატარაქტა შეიძლება იყოს ირიდოციკლიტის, გლაუკომის, მაღალი ახლომხედველობის გართულება.

მოხუცებულობითი კატარაქტა

ეტიოლოგია ბოლომდე ცნობილი არ არის. უვითარდებათ 50 წელს გადაცილებულ პირებს.

 სიმპტომები

მხედველობის თანდათანობითი დაქვეითება მხოლოდ სინათლის შეგრძნებამდე სინათლის სწორი პროექციით. საწყისი კატარაქტის დროს გამავალ სინათლეში შემღვრევა მოჩანს მხოლოდ ეკვატორის მახლობლად რადიალური ან სექტორული შტრიხების სახით, რომელთა ფართო ფუძე მიმართულია ბროლის ეკვატორისკენ. მოუმწიფებელი კატარაქტის დროს შემღვრევები ერთმანეთს ერწყმის, თანდათანობით იწვევნ რა გუგის დახურვას, თუმცა ბროლის წინა შრეები ჯერ კიდევ გამჭვირვალეები რჩებიან.
როდესაც მოხდება ბროლის ყველა შრის შემღვრევა დგება მესამე სტადია – მომწიფებული კატარაქტა. აღნიშნული სტადიის დროს გვერდითი განათების პირობებში ფერადი გარსის ჩრდილები არ მოჩანს. საგნობრივი მხედველობა სრულიად ქრება.

ტრავმული კატარაქტა 

ტრავმული კატარაქტა ვითარდება ბროლის კაფსულის დაზიანებით მიმდინარე გამჭოლი ჭრილობების დროს, ბლაგვი ტრამვების შემდეგ.

 სიმპტომები

მხედველობის თანდათანობითი დაქვეითება ბროლის პროგრესირებადი შემღვრევის შესაბამისად. არც თუ იშვიათად მიმდინარეობს ირიდოციკლიტისა და ტრამვების სხვა გამოსავლების ფონზე.

კატარაქტა ორგანიზმის ზოგადი დაავადებების დროს

ვითარდება დიაბეტის, ტეტანუსის, მძიმე ზოგადი ინფექციური დაავადებების, მნიშვნელოვანი სისხლდენების, ხანგრძლივი შიმშილობის დროს. ვითარდება კატარაქტის სხვა ფორმებისთვის დამახასიათებელი მხედველობის დარღვევები.

ტოქსიკური კატარაქტები

ვლინდება სამრეწველო შხამებით ქრონიკული მოწამვლების დროს: ნაფტალინი, ტრინიტროთოლუოლი, ნიტროსაღებავები და სხ. კლინიკურ თავისებურებებს მიეკუთვნება ცვლილებები თვალის ფსკერზე თეთრი კერების სახით და კრისტალების ჩალაგება ბროლის უკანა კაფსულის ქვეშ და მინისებრ სხეულში. ხშირად თან სდევს ღვიძლის დაზიანება.

სხივური კატარაქტებ

ბროლი განსაკუთრებით მგრძნობიარეა სხივური ენერგიის მიმართ. ინფრაწითელი სხივები მოკლეტალღოვანი ნაწილი იწვევს ბროლის შემღვრევას გახურებულ საწარმოებში მომუშავეებში (მდნობელები, მეფოლადეებში, მჭედლებში, მეშუშეებში და სხვ.) – სითბური კატარაქტა. განვითარებული სითბური კატარაქტის გარჩევა ძნელდება მოხუცებულობითი კატარაქტისგან.
მაიონიზირებელი გამოსხივება (რენტგენის, ალფა – , ბეტა – და გამ – სხივები, ნეიტრონები) აგრეთვე იწვევს ბროლის შემღვრევას. სხივური კატარაქტები ვითარდებიან ხანგრძლივი ლატენტური პერიოდის შემდეგ. ბროლის შემღვრევის პროცესი შეიძლება შემოისაზღვროს უმნიშვნელო ცვლილებებით და შემდგომი პროგრესირება არ განიცადოს.

მკურნალობა

ძირითადად ქირურგიულია.

>> თვალის დაავადებები

კატარაქტა – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

👀 კატარაქტა – ბროლის ნივთიერების ან კაფსულის შემღვრევა
☣️ კატარაქტას გამომწვევ მიზეზებს მიეკუთვნება:
ნივთიერებათა ცვლის დარღვევები;
ტოქსიკური და რადიაციული ზემოქმედებები;
მემკვიდრეობითი ფაქტორი;
ტრავმა;
თვალის შიგნითა გარსების დაავადებები
🔎 სიმპტომები მოიცავს:
მხედველობის მეტ – ნაკლებად მნიშვნელოვანი დაქვეითება;
შემღვრევის დიდი ინტენსივობის შემთხვევაში – მხოლოდ სინათლის აღქმის შენარჩუნება;
ორივე თვალის დაზიანება;
ბროლის ნაწილობრივი ან სრული შემღვრევა გუგის მიდამოში
ნისტაგმი – თვალის სპონტანური რხევითი მოძრაობა;
👉 გაიგეთ მეტი კატარაქტის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3PeQTcz
#კატარაქტა #ბროლისშემღვრევა #კატარაქტისნიშნები #კატარაქტისპრევენცია #კატარაქტისსიმპტომები #მითებიკატარაქტაზე #კატარაქტასმკურნალობა #შეძენილიკატარაქტა #მოხუცებულობითიკატარაქტა #ტრავმულიკატარაქტა #ტოქსიკურიკატარაქტა #სხივურიკატარაქტა

გამოგვყევით სოც. ქსელებში:

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კატარაქტა – ბროლის ნივთიერების ან კაფსულის შემღვრევა.
ეტიოლოგია: ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, ტოქსიკური და რადიაციული ზემოქმედებები, მემკვიდრეობითი ფაქტორი, ტრავმა, თვალის შიგნითა გარსების დაავადებები.
სიმპტომები, მიმდინარეობა მრავალფეროვანია. განასხვავებენ თანდაყოლილ და შეძენილ კატარაქტებს, არაპროგრესირებად და პროგრესირებად ფორმებს. თანდაყოლილი კატარაქტები ჩვეულებრივ არ პროგრესირებს. შემღვრევის ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ კაფსულურ, ქერქოვან, ფენოვან, ბირთვოვან და სრულ კატარაქტებს.
კატარაქტის საწყის სტადიებში ნაზი შემღვრევა შესაძლოა გამოვლინდეს მხოლოდ ბიომიკროსკოპიით. კატარაქტის დროს გუგის მიდამო მორუხო, მორუხო – თეთრი, ან რძისფერი – თეთრია. მხედველობის დაქვეითების ხარისხი დამოკიდებულია შემღვრევის ინტენსივობაზე და სრული კატარაქტის დროს აღწევს სინათლის შეგრძნებას.
პროგნოზისათვის მნიშვნელოვანია ბადურის და მხედველობის ნერვის ფუნქციური უნარის განსაზღვრა. – თვალის დაავადება, რომლის ძირითად გამოვლინებას წარმოადგენს თვალის ბროლის კაფსულის, ან ნივთიერების ნაწილობრივი, ან სრული შემღვრევა, მხედველობის სიმახვილის დაქვეითებით, მის სრულ დაკარგვამდე.(2)