ვაგინიტი

ვაგინიტი (კოლპიტი) – საშოს ლორწოვანი გარსის ანთება სხვადასხვა მიკროორგანიზმებით ინფიცირების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, ორგანიზმში ჰორმონების უკმარისობის (ნაადრევი კლიმაქსი, საკვერცხეების მოცილების შემდგომი პერიოდი, მოხუცებულობითი ასაკი), აგრეთვე ქიმიური და მექნიკური ტრამვების შედეგად.


ვაგინიტის დროს გამოსაყენებელი საშუალებები ..ამაზონზე”

ვაგინიტის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
ვაგინიტის დროს გამოსაყენებელი კრემები


კლასიფიკაცია

დაავადების მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ ვაგინიტის შემდეგ სახეებს:

  • მწვავე (ხასიათდება გამოხატული სიმპტომატიკით, გრძელდება 2 თვემდე)
  • ქვემწვავე (კლინიკუი სურათი მკაფიოდ გამოხატული არ არის, ანთებითი პროცესი გრძელდება 2 თვიდან 6 თვემდე)
  • ქრონიკული (ანთებითი პროცესი ნარჩუნდება 6 თვემდე, აქვს ტალღისებრი მიმდინარეობა,  – პერიოდული გამწვავებებითა და რემისიებით)

წარმოშობის მიხედვით  განასხვავებენ ვაგინიტის შემდეგ სახეებს:

  • ბაქტერიული (სპეციფიკური და არასპეციფიკური)
  • სოკოვანი
  • ვირუსული
  • უმარტივისებით გამოწვეული
  • ალერგიული
  • დისჰორმონული (ატროფიული ვაგინიტი მენოპაუზის დროს)
  • შერეული ეტიოლოგიის

ანთებითი პროცესის გავრცელების მიხედვით, ვაგინიტი შეიძლება იყოს:

  • აღმავალი (როდესაც ინფექცია ვრცელდება გარეთა სასქესო ორგანოებიდან)
  • დაღმავალი (როდესაც გამომწვევი საშოს ლორწოვანზე ხვდება სისხლით, ან ლიმფით, სხვაგან მდებარე  ქრონიკული ინფექციის კერებიდან)

სიმპტომები

ხშირად პირველი ნიშნები რჩება შეუმჩნეველი, ვინაიდან სიმპტომები მკაფიოდ არ არის გამოხატული.

ვაგინიტის სიმპტომებია

  • დიდი რაოდენობით ცუდსუნიანი  გამონადენი (ჩირქოვანი, ქაფიანი, ხაჭოსებრი, სისხლიანი, რძისებრი);
  • ატროფიული ვაგინიტის დროს, პირიქით  – გამონადენი მცირეა, აღინიშნება საშოს ლორწოვანის სიმშრალე;
  • წვა, ქავილი, უსიამოვნო შეგრძნება ვაგინის არეში;
  • ყრუ ტკივილები მუცლის ქვედა მიდამოში;
  • გარეთა სასქესო ორგანოების ჰიპერემია და შეშუპება;
  • გახშირებული შარდვა
  • სხეულის ტემპერატურის მომატება

დროული და ადეკვატური მკურნალობის არარსებობისას მწვავე ვაგინიტის სიმპტომები სუსტდება, ნაკლებ გამოხატული ხდება, თუმცა ეს არ ნიშნავს გამოჯანმრთელებას. პირიქით, პროცესი ღებულობს ქრონიკულ მიმდინარეობას და შემდგომში ქალს აწუხებს ვაგინიტის უეცარი, პერიოდული გამწვავებები.

ვაგინიტის მიზეზები

ვაგინიტი ვითარდება საშოს მიკროფლორის ბალანსის დარღვევის შედეგად. ნორმის პირობებში მასში სჭარბობს ლაქტობაცილები, დოდეროლაინის ჩხირები. როცა ქალი ჯანმრთელია, ისინი ქმნიან მდგრად ადგილობრივ  იმუნიტეტს და უმკლავდებიან ვაგინაში მოხვედრილ პირობით პათოგენურ და პათოგენურ ფლორას. როდესაც რაიმე მიზეზით, ადგილობრივი იმუნიტეტი ქვეითდება, ან ხდება დიდი რაოდენობით პათოგენების შეჭრა, ვითარდება ინფექციური ვაგინიტი.
მიკროფლორის დარღვევას იწვევენ ბაქტერიები: სტრეპტოკოკები, გარდნერელები, ქლამიდიები, სტაფილოკოკები, ნაწლავის ჩხირი. ძირითადად ინფექციის გადაცემა ხდება სქესობრივი გზით, ან პირადი ჰიგიენის არასათანადო დაცვით. ცალკეულ შემთხვევებში, გამომწვევი საშოს ლორწოვანზე ხვდება იატროგენულად – აბორტის, ან ქირურგიული ჩარევის დროს.

ვაგინიტის ხელშემწყობი ფაქტორები

  • ინტიმური ჰიგიენის არასათანადოდ დაცვა;
  • უსისტემო სქესობრივი ცხოვრება;
  • ბარიერული კონტრაცეფციის გამოუყენებლობა
  • ჰორმონული დარღვევები (სქესობრივი მომწიფება, ორსულობა, კლიმაქტერული პერიოდი, ასევე როგორც შედეგი სხვა დაავადებისა)
  • ჰიგიენური საფენებისა და ტამპონების  არასწორი გამოყენება მენსტრუაციის დროს
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები
  • ენდოკრინული დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი)
  • სასქესო ორგანოების ტრავმები (უხეში სქესობრივი კონტაქტი, პირველი სქესობრივი აქტი, ჩახევები მშობიარობისას, საშვილოსნოსშიგა სპირალი)
  • ანტიბიოტიკების, ან ჰორმონული პრეპარატების  უკონტროლო მიღება
  • ქიმიო –  სხივური თერაპია ონკოლოგიური დაავადებების დროს
  • ალერგია და ჰიპოვიტამინოზი
  • თანდაყოლილი ან შეძენილი იმუნოდეფიციტი

დიაგნოზის დადგენა ხდება დამახასიათებელი ანამნეზით, გინეკოლოგიური გამოკვლევებისა და ბაქტერიოსკოპიის მონაცემებით.

მკურნალობა

საჭიროა დადგინდეს გამომწვევი მიზეზი, და მხოლოდ ამის შემდეგ ინიშნება მკურნალობა. გადასვლა >> გინეკოლოგია, მეანობა


ვაგინიტი ! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
  ამაზონი ფასდაკლებებით. სრული ქართული სია
 როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
კონსულტაციები ამაზონიდან გამოწერის შესახებ და დახმარებები გამოწერაში (ქართული საიტების სია)
 დაავადებების დროს გამოსაყენებელი საშუალებები/საიტების კატალოგი


სოც. ქსელები : 1 ,