ენდოცერვიციტი

ენდოცერვიციტისაშვილოსნოს ყელის არხის ლორწოვანი გარსის ანთება. ინფექციის გამომწვევია გონოკოკი, ჩირქმბადი მიკრობები.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ვლინდება საშოდან ლორწოვან – ჩირქოვანი გამონადენით; მტკივნეულობა არ აღინიშნება. კლინიკური სურათი მწირედ არის გამოხატული. მწვავე სტადიაში ვლინდება ჰიპერემია გარეთა პირის ირგვლივ და ლორწოვან – ჩირქოვანი გამონადენი. ქრონიკულ სტადიაში ჰიპერემია თითქმის აღარ აღინიშნება, გამონადენი რჩება.
პროცესის ხანგრძლივი მიმდინარეობის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს საშვილოსნოს ყელის გასქელება (ჰიპერტროფია). პროცესის ეტიოლოგიის დადგენის მიზნით აუცილებელია საშოდან გამონადენის მიკროსკოპიული გამოკვლევა.


♥  ქალის ჯანმრთელობის ,,ამაზონის” განყოფილება >>
ოჯახის დაგეგმვის ტესტები
ქალის მოვლის საშუალებები
მენოპაუზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
მენსტრუალური ტკივილის შესამსუბუქებელი საშუალებები
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პეიოდისათვის
საფუარის სოკოთი გამოწვეული ინფექციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


დიაგნოსტიკა

დიაგნოზი ეფუძნება ყელის დათვალიერებას: ყელი გადიდებულია, ლორწოვანი ჰიპერემიულია, აღინიშნება ლორწოვან – ჩირქოვანი გამონადენი.

მკურნალობა

მწვავე სტადიაში – სიმშვიდე, ანტიბიოტიკები, სულფანილამიდები, ქრონიკულში – საშოს აბაზანები პროტარგოლის 2-3%-იანი ხსნარით, ლორწოვანის დამუშავება ვერცხლის ნიტრატის 5%-იანი ხსნარით, ანტიბიოტიკების ინექციები ყელის სისქეში. გონორეული ეტიოლოგიის დროს ინიშნება სპეციფიკური მკურნალობა.

პროგნოზი

კეთილსაიმედოა;

პროფილაქტიკა

ისეთივეა როგორც ენდომეტრიტის დროს.


ენდოცერვიციტილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ენდოცერვიციტი – საშვილოსნოს ყელის არხის ლორწოვანი გარსის ანთება.
🦠 ინფექციის გამომწვევია გონოკოკი, ჩირქმბადი მიკრობები.
📌 ენდოცერვიციტის მწვავე სტადიაში ვლინდება ჰიპერემია გარეთა პირის ირგვლივ და ლორწოვან – ჩირქოვანი გამონადენი.
⭕️ ქრონიკულ სტადიაში ჰიპერემია თითქმის აღარ აღინიშნება, გამონადენი რჩება.
📎 პროცესის ხანგრძლივი მიმდინარეობის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს საშვილოსნოს ყელის გასქელება (ჰიპერტროფია).
🔬 პროცესის ეტიოლოგიის დადგენის მიზნით აუცილებელია საშოდან გამონადენის მიკროსკოპიული გამოკვლევა.
🔎 დიაგნოზი ეფუძნება ყელის დათვალიერებას:
➡️ ყელი გადიდებულია;
➡️ ლორწოვანი ჰიპერემიულია;
➡️ აღინიშნება ლორწოვან – ჩირქოვანი გამონადენი.
👉 გაიგეთ მეტი ენდოცერვიციტის შესახებ – https://bit.ly/3Fee2YB
#ენდოცერვიციტი #რაარისენდოცერვიციტი #ენდოცერვიციტისნიშნები #ენდოცერვიციტისსიმპტომები #ენდოცერვიციტისდიაგნოსტიკა #ენდოცერვიციტისმკურნალობა #ტკივილისქესობრივიაქტისას #ვაგინალურიგამონადენი #ვაგინალურისისხლდენა #გონოკოკები #ჩირქმბადიმიკრობები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

გადასვლა >> გინეკოლოგიური დაავადებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.