საშვილოსნოს ყელის ეროზია

საშვილოსნოს ყელის ეროზია
არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე

საშვილოსნოს ყელის ეროზია (ლორწოვანი გარსის დისპლაზია) – საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის ზედაპირული დაწყლულება.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

მის წარმოქმნას ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის გადმობრუნება, ყელის დაზიანებები (გახევები) მშობიარობისა და აბორტების დროს. ქრონიკული ენდოცერვიციტის დროს ხანგრძლივი პათოლოგიური გამონადენი იწვევს ყელის ეპითელის მაცერაციას.

სიმპტომები, მიმდინარეობა

პითელის დეფექტი არის კაშკაშა წითელი ფერის, სისხლმდენი შეხებისას. ცრუ ეროზია ხასიათდება მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელის ცილინდრულით ჩანაცვლებით. განასხვავებენ მარტივ (გლუვი ზედაპირი), ჯირკვლოვან (ჯირკვლების მნიშვნელოვანი განვითარებით) და პაპილარულ (დვრილოვანი წანაზარდები ზედაპირზე) ეროზიას.
ხშირად ეროზიები შერწყმულია ყელის ჯირკვლების ცისტურ გაფართოებასთან. დიაგნოზი ეყრდნობა ყელის დათვალიერებას, კოლპოსკოპიას, ციტოლოგიურ გამოკვლევებს.


♥  ქალის ჯანმრთელობის ,,ამაზონის” განყოფილება >>
ოჯახის დაგეგმვის ტესტები
ქალის მოვლის საშუალებები
მენოპაუზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
მენსტრუალური ტკივილის შესამსუბუქებელი საშუალებები
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პეიოდისათვის
საფუარის სოკოთი გამოწვეული ინფექციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


ჭეშმარიტი ეროზიის დროს ვლინდება კაშკაშა წითელი ფერის უბანი, რომელიც შეხებისას ადვილად სისხლმდენია. ციტოლოგიური გამოკვლევით ვლინდება მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელის ღრმა შრეების უჯრედები (ბაზალური, პერიბაზალური.
ცრუ ეროზიის დროს ეროზიის გარეგნული სახე რამდენადმე მოგვაგონებს ჭეშმარიტს, მაგრამ ზედაპირი უფრო მკრთალი, ბარხატისებრი, დვრილოვანია. ციტოლოგიური გამოკვლევით ვლინდება ცილინდრული ეპითელის უჯრედები.
აუცილებელია დიფერენციალური დიაგნოზის გატარება კიბოსთან, ლეიკოპლაკიასთან, ცერვიკალური არხის ლორწოვანი გარსის ექტოპიონთან.

მკურნალობა

ჭეშმარიტი ეროზიის დროს იყენებენ ტამპონებს ანტიბიოტიკების ემულსიით; ფსევდოეროზიის დროს – საშვილოსნოს ყელის დიათერმოკოაგულაცია ან დიათერმოექსპოზიცია, ლაზეროთერაპია.

გინეკოლოგიური დაავადებები

საშვილოსნოს ყელის ეროზის – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 საშვილოსნოს ყელის ეროზია – საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის ზედაპირული დაწყლულება, რომელიც გამოწვეულია:
✔️ ლორწოვანი გარსის გადმობრუნებით;
✔️ ან ყელის დაზიანებებით (გახევები) მშობიარობისა და აბორტების დროს;
🔎 განარჩევენ:
➡️ მარტივი ეროზია (გლუვი ზედაპირი);
➡️ ჯირკვლოვანი ეროზია (ჯირკვლების მნიშვნელოვანი განვითარებით);
➡️ პაპილარული ეროზია (დვრილოვანი წანაზარდები ზედაპირზე)
⭕️ ხშირად ეროზიები შერწყმულია ყელის ჯირკვლების ცისტურ გაფართოებასთან
👉 შეიტყვეთ მეტი – https://bit.ly/3Bn7M0p
#საშვილოსნო #საშვილოსნოსყელისეროზია #ეროზიისსიმპტომები #ეროზიისნიშნები #ეროზიისმკურნალობა #ქრონიკულიენდოცერვიტი #მარტივიეროზია #ჯირკვლოვანიეროზია #პაპილარულიეროზია #ვაგინალურიგამონადენი #სისხლდენაპერიოდებსშორის #სისხლდენასქესობრივიაქტისდროს #ტკივილისქესობრივიაქტისდროს #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.