მწვავე ფარინგიტი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

მწვავე ფარინგიტი ხახის ლორწოვანი გარსის მწვავე ანთება; იშვიათად არის იზოლირებული, ხშირად შერწყმულია ზედა სასუნთქი გზების მწვავე ანთებასთან გრიპი, სასუნთქი გზების კატარი, სხვადასხვა ინფექციური დაავადებები). ხახის ლორწოვანი გარსის იზოლირებული დაზიანება აღინიშნება მასზე გამღიზიანებელი ფაქტორის უშუალო მოქმედების დროს, როგორიცაა ხანგრძლივად პირით სუნთქვა და ლაპარაკი სიცივის დროს, თამბაქოს წევა, ალკოჰოლი, ძალიან ცხელი და ცივი საკვები და სხვ.

მწვავე ფარინგიტი – სიმპტომები, მიმდინარეობა. ხახაში ჩაფხაჭნის შეგრძნება, მცირედი ტკივილი ყლაპვის დროს (ტკივილი მეტადაა გამოხატული ნერწყვის გადაყლაპვის დროს, ვიდრე საკვებისა).სხეულის ტემპერატურა შეიძლება იყოს სუბფებრილური; ზოგადი მდგომარეობა როგორც წესი, ნაკლებად ზიანდება. ფარინგოსკოპიით ხახის ლორწოვანი გარსი, მათ შორის სასის ნუშები, ჰიპერემიულია, ადგილებზე მოჩანს ლორწოვან – ჩირქოვანი ნადები, ზოგჯერ ხახის უკანა კედელზე ჩანს ცალკეული ფოლიკულები, წითელი მარცვლების სახით, ნაქი შეშუპებულია. უმცროსი ასაკის ბავშვებში დაავადება შედარებით მძიმედ მიმდინარეობს. იგი ხშირად შერწყმულია ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის ანთებასთან და მწვავე კატარულ რინიტთან; ირღვევა ცხვირით სუნთქვა.

მწვავე ფარინგიტის დროს დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება კატარულ ანგინასთან.

მწვავე ფარინგიტის მკურნალობა უპირატესად ადგილობრივია – ისეთივე, როგორც ანგინის დროს.


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.