სებორეა

სებორეა – ცხიმის ჯირკვლების ფუნქციის დარღვევა, რომელიც ხასიათდება კანის ცხიმის გაძლიერებულ გამოყოფით. ძირითადი მნიშვნელობა ენიჭება თავისუფალი უმდაბლესი ცხიმოვანი მჟავების დაქვეითებულ შემცველობას, ქოლესტერინისა და თავისუფალი უმაღლესი ცხიმოვანი მჟავების გაზრდის ხარჯზე, რაც ამცირებს კანის ბაქტერიოსტატულ თვისებებს და ხელს უწყობს მეორადი ინფექციის განვითარებას. ეტიოლოგია ცნობილი არ არის.


სებორეის დროს გამოსაყენებელი საშუალებები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონზე”

ომეგა-3
შამპუნები სებორეის დროს
სებორეის დროს გამოსაყენებელი მალამოები
სახის დასაბანი საშუალებები სებორეის დროს
სებორეის დროს გამოსაყენებელი საშუალებები


პათოგენეზი

ფუნქციური ნერვულ – ენდოკრინული დარღვევები, კერძოდ ვეგეტატიური დისტონია. ენდოკრინული გადახრები გამოიხატება ანდროგენებისა და ესტროგენების თანაფარდობის დარღვევით.

შესაძლებელია სებორეის დროს ნერვულ – ენდოკრინული დარღვევები განპირობებულია პირველადი ჰიპოთალამური ან ქერქული პათოლოგიით, ვინაიდან სებორეის მოვლენები ჩვეულებრივ მკვეთრადაა გამოხატული ენცეფალიტების, პარკინსონის დაავადების, დიენცეფალური დარღვევების დროს. სებორეა ძლიერდება ცხარე, მარილიანი და ტკბილი საკვების მიღების შემდეგ.

კლინიკური სურათი

სებორეაგანასხვავებენ სებორეის ცხიმოვან, მშრალ და შერეულ ფორმებს.
ცხიმოვანი სებორეის დროს კანი ცხიმიანია, ბრწყინავს, ცხიმოვანი ჯირკვლების შესავლები გაფართოებულია. კანზე ზეწოლისას ცხიმოვანი ჯირკვლების სადინრებიდან გამოიყოფა თეთრი ცხიმოვანი ,,საცობები”.
მაღალი ტემპერატურა, ფიზიკური სამუშაო, გონებრივი გადაძაბვა აძლიერებენ ცხიმის გამოყოფას.
თავზე თმები ბზინავს და თითქოს მიწებებულნი არიან, ხოლო 20 – 30 წლისთვის იწყება მათი ცვენა.
ძალიან ხშირად ცხიმოვანი სებორეის დროს აღინიშნება ფერისმჭამელები, არც თუ იშვიათად მას თან ერთვის მეორადი ინფექცია.
მშრალი სებორეა ვლინდება ნაკლებად გამოხატული ცხიმგამოყოფით. სახის, გულმკერდის, ზურგის კანზე ჩნდება კამედონები, რომელთაც გააჩნიათ შავი წერტილების შესახედაობა, რომლებიც ახშობენ თმის ფოლიკულების შესავლებს.
კანი თანდათანობით სქელდება და ღებულობს რუხი – ნაცხრისფერ შესახედაობას. ამ ფონზე წარმოიქმნება სხვადასხვა ფორმის ფერისმჭამელები, აგრეთვე ცხიმის ჯირკვლების კისტები, ეგრეთწოდებული ათერომები, რომლებიც მოგვაგონებენ სიმსივნეს.
შესაძლებელია განვითარდეს ათერომების ანთება და დაჩირქება. შერეული სებორეა ხასიათდება ერთი და იგივე უბნებზე ცხიმოვანი და მშრალი სებორეის ნიშნების შერწყმით.

მკურნალობა

ითვალისწინებს კანის სწორად მოვლას. დიეტა – მწვავე, მარილიანი და ტკბილი საკვების შეზღუდვა; ნერვულ – ენდოკრინული გადახრების კორექცია. კანისა და ვენერიული დაავადებები


 ! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
  ამაზონი ფასდაკლებებით. სრული ქართული სია
 როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
კონსულტაციები ამაზონიდან გამოწერის შესახებ და დახმარებები გამოწერაში (ქართული საიტების სია)
 დაავადებების დროს გამოსაყენებელი საშუალებები/საიტების კატალოგი


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება


გამოგვყევით სოც. ქსელებში:  1 ,