ბრონქული ასთმა

ბრონქული ასთმა bronchial [spasmodic] asthma

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ბრონქული ასთმის დროს გამოსაყენებლი საშუალებები ,,ამაზონზე”
ომეგა-3 

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>

ბრონქული ასთმა – სასუნთქი გზების დაზიანებით მიმდინარე ქრონიკული მორეციდივე დაავადებაა; ხასიათდება ბრონქების შეცვლილი რეაქტიულობით. დაავადების აუცილებელი ნიშანია ხუთვითი შეტევა და (ან) ასთმური სტატუსი.
გამოყოფენ
ბრონქული ასთმის ორ ფორმას: იმუნოლოგიურსა და არაიმუნოლოგიურს, და რიგ კლინიკურ-პათოგენეტიკურ ვარიანტებს: ატოპური, ინფექციურ-ალერგიული, ავტოიმუნური, დისჰორმონული, ნერვულ-ფსიქიკური, ადრენერგული დისბალანსის, ბრონქების რეაქტიულობის პირველადად ცვლადი (მათ შორის ,,ასპირინისმიერი” ასთმა და ფიზიკური დატვირთვის ასთმა), ქოლინერგული.

 

 ეტიოლოგია, პათოგენეზი

საერთო პათოგენეტიკური მექანიზმს  წარმოადგენს ბრონქების მგრძნობელობისა და რეაქტიულობის ცვლილებები. ავადმყოფთა 1/3-ში ასთმას აქვს მემკვიდრეობითი წარმოშობა. ასთმის ალერგიული ფორმების წარმოქმნაში გარკვეულ როლს ასრულებენ არაბაქტერიული (სახლის მტვერი, მცენარეების მტვერი და სხვ.) და ბაქტერიული (ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები) ალერგენები.

სიმპტომები, მიმდინარეობა

დაავადება იშვიათად იწყება შეტევითი ხველით, რომელსაც თან ახლავს ექსპირატორული ქოშინი, უმნიშვნელო რაოდენობის გამჭირვალე ნახველის გამოყოფით (ასთმური ბრონქიტი). ბრონქული ასთმის გაშლილი სურათი ხასიათდება მოხრჩობის მსუბუქი, საშუალო ან მძიმე შეტევებით. შეტევებს შესაძლოა წინ უძღოდეს ცხვირიდან უხვი გამონადენი, შეტევითი ხველა და ა. შ. ასთმური შეტევა ხასიათდება მოკლე ჩასუნთქვითა და გახანგრძლივებული ამოსუნთქვით, რომელიც ისმის გარკვეულ მანძილზე ხიხინებით; გულმკერდი მაქსიმალური ჩასუნთვის მდგომარეობაშია.
სუნთქვაში მონაწილეობენ მხრის სარტყლის კუნთები, ზურგის, მუცლის კედლის კუნთები. ფილტვების პერკუსიით მოისმინება კოლოფისებური ხმიანობა, მრავლობითი მშრალი ხიხინი. შეტევა მთავრდება წებოვანი ნახველის გამოყოფით. მძიმე გახანგრძლივებული შეტევები შესაძლოა გადავიდეს ასთმურ მდგომარეობაში, რომელიც წარმოადგენს დაავადების მიმდინარეობის ერთ-ერთ მძიმე ვარიანტს.
ასთმური მდგომარეობა ხასიათდება ბრონქების გამაფართოებელი თერაპიისადმი მზარდი რეზისტენტობითა და არაპროდუქტიული ხველით. გამოყოფენ ასთმური მდგომარეობის ორ ფორმას: ანაფილაქსიურსა და მეტაბოლურს. ანაფილაქსიური ფორმის დროს, რომელიც განპირობებულია იმუნოლოგიური ან ფსევდოალერგიული რეაქციებით, ალერგიული რეაქციის მედიატორების დიდი რაოდენობის გამოთავისუფლებით, ვითარდება მოხრჩობის მწვავე უმძიმესი შეტევა. მეტაბოლური ფორმა  ფორმირდება რამოდენიმე დღის განმავლობაში.
ბრონქული ასთმასაწყის სტადიაზე წყდება ნახველის გამოყოფა, წარმოიქმნება ტკივილი მხრის სარტყლის კუნთებში, გულმკედსა და მუცლის პრესის მიდამოში. ჰიპერვენტილაცია, ამოსუნთქულ ჰაერთან ტენის დაკარგვა იწვევს ნახველის წებოვნების გაზრდას და ბრონქის სანათურის ობტურაციას წებვადი სეკრეტით. ფილტვების უკანა ნაწილებში ,,მუნჯი” ფილტვის უბნების წარმოქმნა ადასტურებს სტატუსის გადასვლას II სტადიაში; დამახასიათებელია დისტანციური ხიხინების აშკარა შეუსაბამობა აუსკულტაციით მათ არარსებობასთან. ავადმყოფთა მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.
გულმკერდი ემფიზემატოზურად გადიდებულია; პულსი აღემატება 120 დარტყმას წუთში. არტერიული წნევა მატულობს. ეკგ-ზე აღინიშნება გულის მარჯვენა ნახევრის გადატვირთვის ნიშნები. ფორმირდება რესპირატორული ან შერეული აციდოზი. III სტადიაში (ჰიპოქსიურ-ჰიპერკაპნური ფორმა მატულობს ქოშინი და ციანოზი, მკვეთრი აგზნება იცვლება გონების დაკარგვით, შესაძლებელია კრუნჩხვები. პულსი პარადოქსულია, არტერიული წნევა ქვეითდება.
დაავადების მიმდინარეობა ხშირად ციკლურია: გამწვავების ფაზა დამახასიათებელი სიმპტომებითა და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევების მონაცემებით იცვლება რემისიით. ბრონქული ასთმის გართულებებია: ფილტვების ემფიზემა, ინფექციური ბრონქიტის თანდართვა, დაავადების ხანგრძლივი და მძიმე მიმდინარეობისას – ფილტვისმიერი გულის ჩამოყალიბება.

დიაგნოსტიკა

დიაგნოზის დადგენა ხდება ექსპირატორული მოხრჩობის ტიპიური შეტევებით, სისხლში და, განსაკუთრებით, ნახველში ეოზინოფილიით, დაწვრილებითი ანამნეზით, ალერგიული გამოკვლევებით, იმუნოგლობულინების  და G გამოკვლევებით.
ანამნეზური, კლინიკური, რენტგენოლოგიური და ლაბორატორიული მონაცემების დაწვრილებითი ანალიზი საშუალებას იძლევა გამოირიცხოს ბრონქული ობსტრუქციის სინდრომი სასუნთქი ორგანოების არასპეციფიკური და სპეციფიკური ანთებითი დაავადებების, შემაერთებელი ქსოვილის დაავადებების, ჭიით ინვაზიების, ბრონქების ობტურაციის (უცხო სხეული, სიმსივნე), ენდოკრინულ-ჰუმორული პათოლოგიების (ჰიპოპარათირეოზი, კარცინოიდული სინდრომი და სხვ.), სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში ჰემოდინამიკური დარღვევების, აფექტური პათოლოგიების და სხვ. დროს.

მკურნალობა

ბრონქული ასთმის დროს უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური დაავადების მიმდინარეობის ვარიანტის, ფაზის, გართულებების არსებობის, თანმხლები დაავადებების, ავადმყოფის მიერ წამლების ამტანობისა და დღის განმავლობაში მათი რაციონალური გამოყენების გათვალისწინებით. ატოპიური ბრონქული ასთმის დროს უწინარესად ინიშნება ელიმინაციური თერაპია – ალერგენთან კონტაქტის მაქსიმალური და სრული შეწყვეტა. თუკი ალერგენი იდენტიფიცირებულია, მაგრამ მისგან ავადმყოფის იზოლირება შეუძლებელია, ნაჩვენებია სპეციფიკური ჰიპოსენსიბილიზაცია სპეციალიზირებულ ალერგოლოგიურ დაწესებულებებში რემისიის ფაზაში.

 სასუნთქი სისტემის დაავადებები


ბრონქული ასთმალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

  •  ბრონქული ასთმა – სასუნთქი გზების დაზიანებით მიმდინარე ქრონიკული მორეციდივე დაავადება, რომელიც ხასიათდება ბრონქების შეცვლილი რეაქტიულობით
    📍 განარჩევენ ბრონქული ასთმის ორ ფორმას:
    🔴 იმუნოლოგიური;
    🔵 არაიმუნოლოგიური;
    💢 ბრონქული ასთმის სიმპტომები მოიცავს:
    ✔️ შეტევითი ხველა, რომელსაც თან ახლავს ექსპირატორული ქოშინი;
    ✔️ უმნიშვნელო რაოდენობით გამჭვირვალე ნახველის გამოყოფა (ასთმური ბრონქიტი);
    ✔️ მსუბუქი, საშუალო ან მძიმე შეტევები;
    💭 დაინტერესდი?
    👉 შეიტყვეთ მეტი ბრონქული ასთმის შესახებ – https://bit.ly/3Qi24RG
    #ასთმა #ბრონქულიასთმა #ბრონქულიასთმისსიმპტომები #ასთმისსიმპტომები #ასთმისნიშნები #ასთმისდიაგნოსტიკა #ასთმისმკურნალობა #რაარისასთმა #სწრაფადსუნთქვა #ჰაერისუკმარისობა #გულმკერდისშებოჭილობა #ხიხინი #ასთმურიშეტევები #ქტრონიკულიხველა #აჩქარებულიგულისცემა #იმუნოლოგიურიასთმა #არაიმუნოლოგიურიასთმა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე
გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 23 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10 

პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. . “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

2. ბრონქული ასთმა  – ალერგიული ხასიათის დაავადება, რომელიც ვლინდება ხუთვის პერიოდული შეტევებით, ქოშინით; განპირობებულია ბრონქების გამავლობის დარღვევით სპაზმის, ლორწოვანი გარსის შეშუპების, გაძლიერებული სეკრეციის შედეგად.